L                           בס"ד

თორა ადამიანისთვისაა და არა ადამიანი თორისთვის

ლეხ-ლეხა

ლეყილუინიშმათშალომბენბინიამინჰანოლადმინესთერ

პირველი მიმართვისას ავრაჰამთან, ჰაშემმა უბრძანა მიეტოვებინა მშობლების სახლი და წასულიყო ქანაანის ქვეყანაში. ჰაშემი დაპირდა ავრაჰამს, რომ მისი შთამომავლობა გახდება უდდესი ერი და დაუმატა:

“ და მე (ჰაშემი) ვაკურთხებ მათ , ვინც შენ გაკურთხებს ხოლო მათ ვინც შენ დაგწყევლის მე დავწყევლი ; და იკურთხება შენი დამსახურებით სამყაროს ყველა ოჯახი” (ბერეშითი 12;3)

რაბი იეხისკიელ ლევენშტიენი იყენებდა ამ ფასუკს წერილებში, რომელსაც წერა რათა ეჩვენებინა, რამდენად  ძვირფასია მეგობრის კურთხება. როდესაც თქვენ აკურთხებთ, მაშინ სანაცვლოდ იმ რამდენიმე სიტყვისა , რომელსაც თქვენ იძახით, ყოვლისშემძლე გჩუქნით თქვენ თავის უსაზღვრო კურთხევას.

გახსოვდეთ, როდესაც თქვენ სხვა ებრაელს უბრალოდ “დილა მშვიდობისა” ან “საღამო მშვიდობისა” ეუბნებით თქვენ მას აკურთხებთ და იქნებით კურთხეულნი. არ წარმოთქვათ ეს სიტყვები სწრაფად , იყავით გულახდილნი და გახსოვდეთ, რომ სინამდვილეში თქვენ ამბობთ “მე ვლოცულობ, რომ შენ გქონდეს კარგი დილა”.

მაგალითად, ადამიანი მიდის ახალ სამსახურში – ეს შესაფერისი საბაბია მისი კურთხევისთვის,  მაგრამ თუ ეს საქმიანობა აკრძალულია თორიდან, მაშინ მასზე ბერახის მიცემა აკრძალულია.(მიშნა ბრურა)

ავადმყოფი და ძალიან დასუსტებული, სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე რაბი იეხისკიელ სარნამ ხევრონის იეშივის ხელმძღვანელმა მოიკრიბა მთელი ძალები რათა მოცეი შაბათს (შაბათის დასასრულს) მისულიყო იეშივაში და წაეკითხა იქ ყარბითი (საღამოს ლოცვა) . კიბეზე ასვლისას ის და მისი თანმხლები მიხვდნენ , რომ მოსწავლეებმა უკვე დაასრულეს ლოცვა. მიუხედავად ამისა რაბი ზარნა აგრძელებდა კიბეზე ასვლას,

“რატომ ირჯებით ტყუილ უბრალოდ? – ჰკითხა მას თანამზავრმა – მათ ხომ უკვე დაასრულეს”

“ჯამაათში ლოვცა - რაბების დადგენილებაა, მაგრამ მოსწავლეების კურთხება რათა მათ ქონდეთ კარგი კვირა ეს მცნების შესრულებაა “გიყვარდეს მოყვასი შენი” მცნებაა თორიდან” - თქვა რაბი სარნამ.

“და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი და ლოი , თავისი ძმის შვილი, და მთელი ქონება , რომელიც მათ შეიძინეს და სულებიც რომლებიც მათ შექმნეს ხარანში და გავიდნენ ქანაანის ქვეყნისაკენ ” (ბერეშითი 12.5)

რაშის მოჰყავს მიდრაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ავრაჰამს მიჰყავდა ჰაშემთან მამაკაცები ხოლო სარას ქალები. ამიტომ თორა ამბობს მათზე თითქოსდა მათ “შექმნეს” ისინი.

 თალმუდში (სანჰედრინი) ამასთან დაკავშირებით ნათქვამია , რომ თუ ადამიანი ასწავლის სხვას თორას, ჰაშემი თვლის, თითქოს ის ქმნის მას. ასწავლო სხვას თორა - ეს ყველაზე დიდი მადლია , რომელიც შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს სხვისთვის. თუ ვიღაცას აძლევთ ფულს ან საკვებს, ეხმარებით მას განსაძღვრული დროით, მაგრამ თუ ასწავლით ვიღაცას თორას ეხმარებით მის სულს სამუდამოდ. რათა შევაფასოთ ეს უნდა გავიგოთ მარადიულობის კონცეფცია, თუ მთელი დედამიწა დაფარული იქნებოდა კილომეტრიც სისქის სილით და მილიონ წელიწადში ერთხელ მოაკლებდნენ ერთ მარცვალს მაშინ იმისათვის რომ მოეხსნათ მთელი სილა დასჭირდებოდათ განუსაზღვრელი დრო. მაგრამ ეს კიდევ არაა მარადიულობა, რადგან თანდათან ამ სილისგან აღარაფერი დარჩება მარადიულობას ხომ არ აქვს დასასრული –(რაბი ი. კანევსკი). ასე დიდად უნდა აფასებდეს ადამიანი შესაძლებლობას ასწავლოს სხვას თორა.

ცდება ის ვისაც გონია, რომ მხოლოდ პროფესიონალ მასწავლებლებს და თალმიდ ხახმებს, თორის მცოდნეებს შეუძლიათ ასწავლონ თორა. ის ვინც ყურადღებით ისწავლა თუნდაც პატარა ნაწილი შეუძლია ეს ასწავლოს სხვას. მან უნდა იპოვოს დრო რათა გაუზიაროს თავისი ცოდნა მას ვინც უფრო ნაკლები იცის . არის ბევრი ადამიანი ვისაც არ ქონდა საშუალება თორა ესწავლათ, ახალგაზრდობაში, მაგრამ რომლებიც სიამოვნებით ისწავლიდნენ თუ ექნებოდათ საშუალება.

ყველა  ჯამაათში  უნდა შეიქმნას ჯგუფი თორის შესასწავლად სხვადასხვა საფეხურებზე, და თუ ვინმეს სურს ასწავლოს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ შეუძლია ასწავლოს მთელ ჯგუფს  მაშინ სცადოს და ასწავლოს თუნდაც ერთ ადამიანს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასწავლო თორა ჯარისკაცებს რომლებიც მსახურობენ ჯარში. ჯარისკაცს ბევრი სიძნელე და ცდუნება აქვს და ის ვინც შეძლებს და დადებითად იმოქმედებს მასზე მისი დამსახურება იქნება უდიდესი.

ხაფეც ხაიმი წერს, რომ თორის სწავლება – მადლია. თუმცა ის ვინც ამასთან ერთად არ ეხმარება სხვებს მატერიალურად არ ასრულებს ხესედის (მადლის) გაკეთების ვალდებულებას (აჰავათ ხესედ) 

“და წავიდა ის (ავრაამი) იქიდან მთასთან ბეით ელის აღმოსავლეთით და დადგა იქ თავისი კარავი”(ბერეშითი 12;8)

  სიტყვა “ოჰელა” (კარავი) დაწერილია მდედრობითი სუფიქსით, მიდრაში ამას ასე ხსნის: თავიდან აბრაჰამმა დაუდგა კარავი თავის ცოლს ხოლო ამის შემდეგ დადგა თავისი (რაში). ქედან გამომდინარე ვაკეათებთ დასკვნას, რომ ქმარმა ჯერ უნდა გააკეთოს ის რაც ცოლს სჭირდება, ხოლო შემდეგ გააკეთოს ის რაც სჭირდება თვითონ.

“გაიგო აბრამმა , რომ მისი ძმა (ლოი) ტვედ ჩაიგდეს და წინ წაიყვანა ისინი, ვისაც ასწავლა, ვინც დაიბადა მის სახლში, სამას თვრამეტი, და მიყვებოდა მათ დანამდე”(ბერეშითინ 14;14)

თორა დაწვრილებით მოგვითხრობს 4 მეფის ომს 5 მეფის წინააღმდეგ. რათა გვაჩვენოს, როგორ იხმარა აბრაჰამმა ყველა ძალა დატყვევებული ლოის გადასარჩენად.  ეს იყო მოვალეობის შესრულება გადაარჩინო ადამიანი რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია, თუმცა ლოს მარტო თავისი თავი უნდა დაედანაშაულებინა , რომ თავი ჩაიგდო ასეთ ძიმე მდგომარეობაში.  მან ხომ თვითონ გადაწყვიტა ცოდვილებს შორის ცხოვრება, ნაყოფიერ და მდიდარ სოდომში – თანაც ავრაჰამმა ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად.

 პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსებმა ოკუპაცია გაუკეთეს ბრისკს, იომ ქიფურამდე რამოდენიმე დღით ადრე  5 უდანაშაულო ადამიანი აიყვანეს ტყვედ და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. რაბი ხაიმ სოლოვეიჩიკმა ბრისკიდან შეიტყო რომ 5 ათას რუბლად შეიძლებოდა მათი განთავისუფლება, ის ცდილობდა ეშოვა ეს თანხა , მაგრამ  ვერ შეძლო.   რა უნდა ექნა?  ზუსტად იომ ქიფურის წინ რაბი სოლოვეიჩიკმა გააგზავნა ხალხი ბრისკის ყველა სალოცავში, რათა არსად არ დაეწყოთ ქოლ ნიდრეი, (სპეციალური ლოცვა იომ ქიფურის დაწყების წინ)  სანამ რაბი ხაიმი ნებას არ დართავს.  იმ დროს როდესაც უკვე უნდა დაეწყოთ ქოლ ნიდრეი, რაბი სოლოვეიჩიკმა ორ პატივსაცემ  მცხოვრებებთან ერთად შემოიარა ყველა სალოცავი და ართხილებდა შეგროვილებს, რომ ლოცვის უფლებას არავის არ მისცემდა სანამ არ შეაგროვებდა 5 ათას რუბლს ებრაელების გადასარჩენად.  ყოველ სალოცავში ის თვითონ მიდიოდა მდიდარ ებრაელთან და უსახელებდა თანხას, რომელიც მას უნდა გაეღო, ხოლო შემდეგ მასთან ერთად მიდიოდა სახლში რათა მიეღო ეს ფული.  ასე იმ საღამოსვე მან შეაგროვა მთელი საჭირო თანხა.  ბოლოს, გვიან საღამოს სალოცავებში მივიდნენ რაბის შალიახები (მაცნეები) და რაბის სახელით შეატყობინეს, რომ შეეძლოთ ლოცვის დაწყება.

 იომ ქიფურში მკაცრად იკრძალება ფულთან შეხებაც კი. მთელი დღე ღამის განმავლობაში ადამიანი არ ჭამს და არ სვავს, შორდება მატერიალურს, ემსგავსება ანგელოზს, უნდა ემსახუროს მხოლოდ ჰაშემს, მაგრამ ტრადიციის თანახმად თორა ადამიანისთვისაა და არა ადამიანი თორისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მიცვებზე წინ დგას. რაბი ხაიმი არღვევს დღესასწაულის ქიფურის საეთო წესრიგს, რათა შეასრულოს  თორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცნება - ადამიანის გადარჩენა.