בס"ד

 

ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ

მიკეც

 

       ფარაონს ესიზმრა ორი შემაშფოთებელი  სიზმარი, მისმა  წინასწარმეტველებმა კი ვერ შეძლეს დამაჯერებლად მისი სიზმრების ახსნა. ფარაონის მეღვინეთუხუცესი, იჯდა ციხეში იოსებან ერთად,რომელმაც აუხსნა მას თავისი სიზმარი  სწორად, უამბო რა ფარაონს ამის შესახებ, სიზმრის ასახსნელად იოსების რჩევის გათვალისწინება შესთვაზა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გაუწია  იოსების ნიჭს რეკომენდაცია ფარაონთან.

„იყო,იქ მათთან ახალგაზრდა ებრაელი, დაცვის უფროსის მონა, და ვუაბეთ მას (ჩვენი სიზმრები) და მან აგვიხსნა ჩვენი სიზმრები,ითოეულს თავისი სიზმრის მიხედვით“(ბერეშითი 41:12)

რაში უკეთებს კომენტარს: „წყეული იქნენ ცოდვილნი, მათი შექებაც კი არასრულყოფილია“. მეღვინეთუხუცესი აქებდა იოსების ნიჭიერებას, მაგრამ როგორი გამოთქმებით.

 ა) „ნაარ“-(ახალგაზრდა) ჯერ ახალგაზრდა,  სულელი, ღირსების გარეშე. 

ბ) ებრაელი, ჩვენი ენაც კი არ იცის. 

გ)მონა: ეგვიპტის კანონებში წერია, რომ მონას არ აქვს უფლება მართოს, ატაროს მეფური  ტანისამოსი.

რაბი იერუხამ ლომოვიცი აღნიშნავს რომ მეღვინეთუხუცესს იოსებზე კარგის თქმა უნდოდა,რადგან ის იყო მისდამი კეთილად განწყობილი, მაგრამ ცოდვილთა ბაგეებიდან არ შეიძლება მთლად კარგი გამოვიდეს, ადამიანის გადიდებაც კი, ის რაიმე დამამცირებელს მაინც შეურევს.

იოსები, რომლის შესახებაც ძმებმა არაფერი იცოდნენ გახდა მეორე კაცი ფარაონის შემდეგ, იმ პერიოდში ქანაანში შიმშილობა იყო და ძმები საკვების საყიდლად ეგვიტეში ჩავიდნენ.

„დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი,მაგრამ თავი არ გაამჟღავნა, და ლაპარაკობდა მათთან მკაცრად; და იცნო იოსებმა თავისი ძმები ხოლო მათ ვერ იცნეს იგი“(ბერეშითი 42:7-8)

სიტყვებზე  „იცნო იოსებმა თავისი ძმები“ რაშის მოყავს მიდრაში: რომელშიც ნათქვამია, რომ როდესაც ისინი მასთან მიიყვანეს რათა მას გადაეწყვიტა მათი ბედი , არ განიცდიდნენ მის მიმართ სიმპატიას, მან კი იცნო ისინი  და უთანაგრძნობდა მათ.

რაბი ხაიმ შმულეივიჩი ამატებს, რომ ჩვენ იოსების სიდისდეს ვხედავთ მისი ძმებისადმი დამოკიდებულებაში. მას არ უნდოდა თავისი ვინაობის გამხელა, სანამ ისინი არ აღიარებენ თავის დანაშულს, ან როგორც აკომენტარებს „კლი იაკარ-ი“ მას სურდა, რომ მათი განსაცდელი ეგვიპტეში გამხდარიყო გამოსასყიდი იმ ბოროტებისთვის, რომელიც მათ მას გაუკეთეს, მაგრამ მათთან მკაცრად მოქცევისას ის მათ ძალიან თანაუგრძნობდა, ამაში ჩანს მისი ნამდვილი სიდიადე, რაგდან „მესილათ იეშარიმ“-ში წერია „შურისძიება ღვინოძე ტკბილია“, და ადამიანისთვის ადვილია გამოავლინოს გულისხმიერება მისადმი ვინც გაუკეთა მას ბოროტება ვიდრე მოექცე მას მკაცრად და განიცდიდე მისადმი სიყვარულს.

 

 

და გაგზავნა ფარაონმა, და დაუძახა იოსებს, და გამოიყვანეს საჩქაროდ ორმოდან, და გამოიცვალა ტანისამოსი და მივიდა ფარაონთან (ბერეშითი 41:14)

რაბეინუ ბარზილაი ბარსელონიდან რომელიც ცხოვრობდა 1000 წლის წინ, ერთ-ერთი გამოჩეილი გვარის წარმომადგენელი იყო ესპანეთში. 18 წლის ასაკში დაქორწინდა და შეეძინათ სამი შვილი, მაგრამ ყველა შვილი  30 წლის ასაკს აღწევდა თუ არა კვდებოდა, მათ შემდეგ ავად გახდა მისი მეუღლე  და გარდაიცვალა. რაბი მეორედ დაქორწინდა, და გაუჩნდათ სამი ბიჭი და გოგო, მაგრამ ისინი ეპიდემიისაგან ერთ თვეში გარდაიცვალნენ. რაბი მესამედ დაქორწინდა და გაუჩნდათ ბევრი შვილები, მაგრამ ისინი დედასთან ერთად გარდაიცვალნენ, ამასთან რაბის საქმეები ცუდად წავიდა. არაფერი არ დარჩა სახლისა და ცოტაოდენი სახსრების გარდა , რომ როგორმე თავი გაეტანა, ამ დროს რაბი უკვე 70 წლის იყო. ხანუქის პირველ ღამეს რაბმა სიზმარში საშინელი ადამიანი ნახა, დავარდა რაბი მის წინ შიშისგან, მაგრამ ადამიანმა უთხრა: „წამოდექი, ჰაშემმა მეფობაზე გაკურთხა“

დილით რაბის კარგ განწყობაზე გაეღვძა, გული კარნახობდა, რომ იმედი გაჩნდა. არ გავიდა ხანუქის დღეები ბოლომდე და დაიწყო ომი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის.რამდენადაც რაბი ბარზილი ცნობილი იყო როგორც პატიოსანი ადამიანი ანგარიშსა და საქმის წარმოებაში მას დაავალეს არმიის მომარაგება. აქედან უნდა ქონოდა 2 პროცენტი მოგება და სოლიდური ქონება დაუროვდებოდა. სამწლიანი ომის პერიოდის განმავლობაში რაბი საქმეს პატიოსნად აწარმოებდა რითიც მეფის კეთილგანწყობა დაიმსახურა. რაბი გამდიდრდა და საქმე გააფართოვა. 75 წლის ასაკში დაქორწინდა და ფესახის პირველ ღამეს ბიჭი შეეძინა იეჰუდა ბენ ბარზილი რომელიც შემდგომში  ბარსელონის რაბი გახდა. ასე ასრულდა ნათქვამი: დასასრული უკეთესია ვიდრე დასაწყისი. როგორც ფინანსურად, ასევე შვილებში, სასუწარკვეილების ზღვარზეც კი შეიძლება გაისმეს მოწოდება: „ადექი, გამოიღვიძე, რადგან ჰაშემმა გაკურთხა მეფობაზე“.