בס"ד
ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ
შემოთ
ხუთწიგნეულის მეორე წიგნის შმოთის დასაწყისში უადგილო არ იქნება ვიმსჯელოთ ერთ საინტერესო ფაქტზე. ებრაული წლის შუაში, არის პერიოდი რომელსაც ქვია „შოვავიმ“, რომელიც იწყება თორის თავით „შმოთ“ და სრულდება „მიშფატიმ“-ით. (სახელწოდება მიღებული აქვს ამ პერიოდში წკითხული თავების პირველი ასოების გამო: (შმოთ, ვაერა, ბო, ბეშალახ, ითრო, მიშფატიმ.) ამ დროს მიღებულია ოჯახური სიწმინდის წესების შესწავლა და წესების, რომელიც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას ეხება. ასევე ცნობილია არიზალისგან , რომ ეს დღეები განსაკუთრებით მიღებულია იმ ცოდვების გამოსასწორებლად, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდობის ცოდვებთან. ამისათვის ვისაც აქვს ძალა და საშუალება იღებს თავის თავზე პირად თაყანითებს, ყოველ ხუთშაბათს, ყველა ამ თავის წაკითხვის წინ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეულად პერიოდები, როდესაც შეგვიძლია უფრო მეტად დავუახლოვდეთ ჰაშემს, ვიდრე წლის სხვა დროს, როგორიცაა მაგალითად: მონანიების ათი დღე ეულის თვეში, წიგნში „შნეი ლუხოთ ჰაბრით“ წერია, რომ ზუსტად ამ თავების წაკითხვის დროს განსაკუთრებულად იზრდება ჰაშემის ზეგავლენა.
კვირის თავების კითხვის დროს ჩვენ თუ კარგად დავუკვირდებით შეგვიძლია დავინახოთ ანალოგი მოვლენებს რაც იქ წერია და ჩვენს ცხოვრებას შორის, მაგრამ საკითხავია ზემოთ მოხსენიებული კვირის თავები როგორ მოქმედებენ გამოსწორებაზე.
ამბობენ ჩვენი მასწავლებლები , რომ ჰაშემის მოახლოება ამ სამყაროსთან აძლიერებს მოწყალების თვისებას ხოლო მისი დაშორება ამ სამყაროდან და მისი დაფარულობა აძლიერებს სასამართლოს თვისებას, ამ თვისებების გამოვლინება პირდაპირ აისახება ხალხზე.
კვირის ეს თავები გვამცნობენ ჰაშემის გამოვლინებაზე და მოახლოებაზე ამ სამყაროსთან: ეგვიპტის სასწაულები, გამოსვლა ეგვიპტიდან, ზღვის გაყოფა და თორის ჩუქება. ამიტომ ამ კვირის თავების წაკითხვისას ვგრძნობთ იგივე სიყვარულს, რომელიც გამომჟღავნდა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს. ამიტომ ამ პერიოდში საშუალება გვეძლევა მივიღოთ ჩვენს თავზე ეს თვისება და შევინარჩუნოთ ჩვენში სიწმინდით.
ახლა ჩავატაროთ პატარა ექსკურსი კვირის თავთან დაკავშირებით:
გავითვალისწინოთ სხვისი ტკივილი და გავიზიაროთ სიხარული
„გამოვიყენოთ სიბრძნე რათა ისინი (ისრაელის შთამომავლები) არ გამრავლდნენ, რადგან როცა იქნება ომი შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, შეგვებრძოლებიან და წავლენ ქვეყნიდან“ (შმოთი 1:10)
თალმუდში (სოტა) წერია, რომ ფარაონი რჩევას იღებდა სამი ადამიანისგან: ბილყამის, იოვისა და ითროსგან თუ რა გაეკეთებინა ებრაელებისათვის. ბილყამმა რომელმაც ურჩია ებრაელების თვალთვალი და მათი დახოცვა ბოლოს თვითონ იქნა ებრაელის მიერ მოკლული (ფინხასი, ლევის მუხლიდან), იოვი რომელიც გაჩუმდა, ჰაშემისაგან საშინელი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა მიიღო, ხოლო ითრო, რომელმაც დაიცვა ებრაელები, წილად ხვდა ის, რომ მისი შთამომავლები გახდნენ თორის დიდი მცოდნეები და შევიდნენ სანჰედრინში (ებრაელების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო)
ერთი შეხედვით გაუგებარია თუ რისთვის დაისაჯა იოვი, ფარაონი ისედაც ებრაელების საწიაღმდეგოდ იყო განწყობილი, და იოვსაც ისევე არ მოუსმენდა როგორც ითროს არ მოუსმინა, რომელიც თავისი რჩევის მერე იძულებული გახდა თავისთვის ფარაონისგან გაქცევით ეშველა.
რაბი იცხაკ ზეევ სოლოვეიჩიკი, ბრისკიდან გვთავაზობს კლასიკურ ახსნას: მიუხედავად იმისა, რომ იოვმა იცოდა, რომ არაფრის თქმას არ ქონდა აზრი, ის ვალდებული იყო მოქცეულიყო ითროს მსგავსად. როცა ადამიანს სტკივა ყვირის, ხოლო თუ ჩუმადაა ესე იგი არ სტკივა. მას უნდა ეგრძნო სხვისი წუხილი ისე, როგორც საკუთარი და უნდა ეყვირა, ახლა კი მას მოუწია ეტანჯა თავად.
ხაზონიშ-ი წერს იმაზე თუ, როგორ ვისწავლოთ ვიგრძნოთ სხვისი წუხილი „რათა შევიძინოთ შესაძლებლობა შევიგრძნოთ სხვისი გაჭირვება, როგორც საკუთარი. უპირველეს ყოვლისა საჭიროა გავაკეთოთ ყველაფერი რაც ჩვენს ხელშია რათა დავეხმაროთ მას ვინც იტანჯება და დავიცვათ ის ამისაგან, ეს ქმედება იწვევს დადებით ემოციებს და უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ სხვა იყოს კარგად იმ შემთხვევაშიც კი თუ თავიდან ვერ გრძობთ სხვის წუხილს.
„მაგრამ ეშინოდათ ჰაშემის ქალებს და არ აკეთებდნენ როგორც ეუბნებოდა ეგვიპტის მეფე და ტოვებდნენ ბავშვებს, რომ ეცოცხლად“(შმოთი 1:17)
ჩვენ ფარაშაშია, რომ ბებია ქალები საფრთხეს უქმნიდნენ თავიანთ სიცოცხლეს ფარაონის ბრძანების დარღვევით, ებრაელი ახალშობილების გადასარჩენად. ათასობით ებრაელ ბავშვს ისინი არა მარტო ცოცხალს ტოვებდნენ, არამედ აჭმევდნენ კიდეც მათ.რა დიდებული იყო მათი თავდადება. მან ვინც გადაარჩინა ერთი სიცოცხლე თითქოსდა გადაარჩინა მთელი სამყარი (თალმუდი სანჰედრინი) მიუხედავათ ამისა, თორა გვეუბნება მათზე: რომ ეშინოდათ ჰაშემის ბებია ქალებს და არ აკეთებდნენ როგორც ეუბნებოდა ეგვიპტის მეფე - განა ადიდებს მათ არამედ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ ჰქონდათ ჰაშემისადმი შიში.ამით ვიგებთ, რომ ადამიანის სიკეთე გამომდინარეობს ჰაშემისადმი შიშით, პირდაპირ ჰაშემთან, სწორედ ამის დამსახურებით ქალებმა გამოავლინეს ასეთი სითამამე-დაერღვიათ ყოვლისშემძლე ფარაონის ბრძანება.
“იმ დღეებში, გაიზარდა მოშე, გავიდა თავის ძმებთან და დაინახა მათი ტანჯვა, და დაინახა ეგვიპტელი როგორ ურტყავს ერთ-ერთს თვისი ძმებიდან”(შმოთი 2:11)
რაში ციტირებს მიდრაშს (შმოთ რაბა) რომელშიც ნათქვამია, რომ მოშე უთანაგძნობდა თავის თანამოძმეებს, ეს პირველია რასაც თორა მოშეს შესახებ გვეუბნება. ებრაელები იყვნენ მონებად ეგვიპტეში, და მოშე, რომელიც ფარაონის ქალიშვილმა იშვილა, გაიზარდა სასახლეში, სიმშვიდეში, სიმდიდრეში, უზრუნველად. არ იცოდა მთელი ერის ტანჯვისა და დამცირების შესახებ, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა მოშეს სიდიადე. მან გამიზნულად დატოვა სასახლე რათა გასულიყო ხალხში და ეგრძნო მათი ტანჯვა,რათა მთელი ებრაელების ტკივილი გამხდარყო მისი პირადი ტკივილი. ამის გამო მოშე დამადლიანა გამხდარიყო ერის ლიდერი და მიეღო თორა სინაის მთაზე.
მოშე ზრუნავდა თითოეულ ადამიანზე, როდესაც მან დაინახა, რომ ერთ-ერთ მათგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის მზად იყო გაერისკა თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა სასახლეში, აგრეთვე თავისი სიცოცხლე, რომ გადაერჩინა იგი.
გამოვიდა მეორე დღეს, და აი კამათობს ორი ებრაელი და უთხრა ცოდვილს: რატომ ურტყავ შენს ახლობელს? “(შმოთი 2:13)
თალმუდი ხსნის: რომ ვისაც მოშემ რაშაყი (ცოდვილი) უწოდა, მას ჯერ არ ჰქონდა დარტყმული, მან მხოლოდ ხელი აწია ამის გასაკეთებლად. „ყოველი რომელმაც ხელი აწია, რათა დაერტყა, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ დაურტყამს, ცოდვილად ითვლება“.(სანჰედრინი) თალმუდი ამატებს, რომ ის ვინც დაარტყა სხვა ებრაელს ლოყაში თითქოსდა დაარტყა ჰაშემს.
„მოვიდნენ მწყემსები და გააგდეს ისინი (ითროს ქალიშვილები), მაგრამ ადგა მოშე და გადაარჩინა ისინი და დაალევინა მათ საქონელს წყალი“ (შემოთი 2:17)
აჩვენა რა მოშემ თავისი სიკეთე ხალხს, თორა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ ის ასევე ექცეოდა უცნობ სხვა ერის ხალხს, მოშეს მოუწია ეგვიპტიდან გაქცევა რათა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე, ის წავიდა უცხო ქვეყანაში, მიდიანში, და დაინახა როგორ უღირსად მოექცნენ მწყემსები ითროს ქალიშვილებს, ჭასთან. თუმცა მას ყოფნიდა თავისი სადარდებელი, იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში მარტო და არ იცოდა მისი კანონები, თანაც მას არ შეეძლო აეტანა უსამართლობა და ჩაერია რათა დახმარებოდა უცნობ ადამიანებს. ის არა მარტო დაეხმარა ითროს ქალიშვილებს არამედ წყალიც დაალევინა მათ ფარას.(ხოხმა უ მუსარ)
„ხოლო მოშე მწყემსავდა ითროს ფარას, თავისი სიმამრის, მიდიანელთა ქურუმის, და წაიყვანა საქონელი უდაბნოს გავლით და მიიყვანა ხორეფთნ, ჰაშემის მთასთნ“(შემოთი 3:1)
რაშის მოყავს მიდრაში, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ წავიდა მოშე მწყემსად უდაბნოში, არ მომხდარიყო ქურდობა, რათა მის საქონელს არ ეჭამა სხის მინდორში. (შმოთ რაბა)
თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით თუ სად აღმოჩნდა ცხვრებით მოშე (მიდიანიდან გამოსვლის შემდეგ ის მივიდა სინაის უდაბნოში, სინაის მთასთან) ჩვენ დავინახავთ თუ რა შორს იყო იგი წამსვლელი რათა არ ჩაედინა ეს ცოდვა.
უარი
რაში ციტირებს მიდრაშს, რომელშიც ნათქვამია, რომ შვიდი დღის განმავლობაში მოშე უარს ამბობდა სათავეში ჩადგომოდა ერს რათ გამოეყვანა ევიპტიდან, რადგან არ უნდოდა აჰარონზე, თავის უფროს ძმაზე წინ დადგომა, და ამით გამოეწვია მასში შური. მიდრაში ამბობს, რომ მოშე მხოლოდ მაშინ დათნხმდა, როცა ჰაშემმა თქვა: „აჰარონი, როცა დაგინახავს შენ გაიხარებს თავის გულში“
არის რეკლამა რომელშიც ლაპარკია: „შეიძინე ეს და ყველას შეშურდება შენი“. ჩვენთვის, ებრაელებისთვის სხვა პრინციპებია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავირიდოთ ვინმეს შური, არ ღირს ტრაბახი და ბევრი საუბარი არც სამსახურზე, არც ხელფასზე, არც შესაძლებლობებხე , არც გეგმებზე და არც შვილებზე.
ჰაშემმა უთხრა მოშეს, არ ღირს ნერვიულობა აჰარონს არ შეშურდება.
„და როცა დაინახა ის (აჰარონი), იყო ბედნიერი თავის გულში“(შმოთი 4:14)
მიდრაში შმოთ რაბა ამბობს: რომ აჰარონი დამადლიანდა „ხოშენ მიშფატ“-ს (ქოენ ჰაგადოლის ტანისამოსის ტანსაცმლის ნაწილს, გულსაკიგიდი თორმეტი ქვით, რომელიც გვიჩვენებს ჰაშემის პასუხს კითხვებზე) იმიტომ რომ გულითადად მიიღო მოშე.
„და იყვნენ ისრაელის შვილების ხელმძღვანელები, რომლებიც დააყენა მათზე ფარაონმა ზედამხედველად „(შმოთი 5:14)
ეს ხელმძღვანელები თვითონაც ებრაელები იყვნენ, მათ ეცოდებოდათ თავისი მოძმეები და არ აძულებნენ იმ ნორმის შესრულებას, რომელიც ფარაონმა დააწესა, ხოლო, როცა ეს ხელმძღვანელები ებრაელების მიერ გაკეთებულ ქვებს გადასცემდნენ ეგვიპტელ ზედამხედველებს, ისინი ურტყამდნენ მათ იმის გამო , რომ არ აიძულებდნენ მათ მუშაობას და ნორმა არ სრულდებოდა (შმოთ რაბა)
ისრაელის შვილების ხელმძღვანელები, როგორც ვხედავთ თავიანთ მდგომარეობას თავისი მიზნებისთვის კი არ იყებნებდნენ, არამედ მზად იყვნენ მიეღოთ ფიზიკური ტანჯვა, ოღონდ დახმარებოდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს (მახანეი ისრაელ).
ქედმაღლობა და ზეწოლა ქვეშევრდომებზე, სასტიკად აკრძლულია და ზოგიერთი ავტორიტეტები თვლიან, რომ ეს შედის თორის 613 მცნებაში.
თბილისის გოგონების სემინარის სტუდენტი - ესთერ ანტოშვილი
თბილისის სალოცავის „ბეით რახელ“ ხახამი - აჰარონ მდინარაძე