בס"ד
ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ
თოლდოთ
ადამიანმა დიდ პატივად უნდა მიიღოს ემსახუროს თავის მშობლებს

  მიდრაში მოგვითხრობს : რომ ყესავს ძალიან სურდა და მიისწრაფოდა ეტარებინა ტყავის ტანსაცმელი, რომელიც თვით ჰაშემმა გადასცა ადამს, რათა ცხოველებს მისთვის ესმინათ და დამორჩილებოდნენ, მაგრამ ყესავს ეს ტანსაცმელი  ერგო, მხოლოდ  მაშინ როდესაც მოკლა უდიდესი მონადირე ნიმროდი და გახადა მას ეს სამოსი, ყესავი იცვამდა ამ სამეფო ტანსაცმელს მაშინ როდესაც ემსახურებოდა მამას.
  რაბი იოშუა ბენ ილემუს ერთხელ უთხრეს სიზმარში „იყავი ბედნიერი ვინაიდან შენ და მეხორცე ნანასი გახდებით მეზობლები მომავალ სამყაროში“, გაოცეულ რაბი იოშუას გამოეღვიძა. ეს როგორ ის ვინც მთელი თავისი ცხოვრება თორის სწავლას და მიცვების შესრულებას მიუძღვნა და უბრალო მეხორცე მიიღებენ ერთი და იგივე ჯილდოს მომავალ სამყაროში - ?
  თავისი მოსწავლეებით გარშემორტყმულმა რაბი იოშუამ გადაწყვიტა მოეძებნა ეს მეხორცე და გაერკვია, რისთვის ერგო მას ასეთი პატივი. ისინი დადიოდნენ დასახლებიდან დასახლებაში სანამ არ იპოვეს იგი, ბრძენის ვიზიტით გაოცებულმა ნანასმა მორიდებით იკითხა თუ რამ მიიყვანა მასთან დიდი რაბი. რაბი იოშუა თავის  მხრივ დაინტერესდა თუ რა კეთილი საქმეები აქვს მას გაკეთებული, ნანასმა უპასუხა; „ჩემი მშობლები მოხუცებულნი და უსუსურნი არიან, მე ვაჭმევ, ვასმევ, ვბან და ვაცმევ მათ“.
ამის გაგონებაზე რაბი იოშუამ აკოცა თავზე და უთხრა „ბედნიერი ვარ მე რომ მხვდა წილად შენს მეძობლად ყოფნა იმ სამყაროში“ (სედერ ჰადოროთ)
 საჭიროა ძალიან დიდი ყურადღებით და მოწიწებით მოვეკიდოთ მშობლების პატივისცემას. რამდენადაც  თორაში  გათანაბრებულია მშობლების მოკრძალება და პატივისცემა, ჰაშემის მოკრძლებასა და პატივისცემასთან. ნათვამია: „პატივი ეცი მამას  და დედას  შენსა“  ასევე ნათქვამია: „პატივი ეცი ჰაშემს შენი ღისებით“ .  მამაზე და დედაზე ნათქვამია: “და ყოველი კრთოდეს თავისი მამისა და დედის წინაშე“, ჰაშემზე კი წერია „და შენი ჰაშემის წინაშე კრთოდე“  როგორც მცნება პატივი ვცეთ მის უდიდეს სახელს  და ვკრთოდეთ მის წინაშე ასევე ნათქვემია პატივი ვცეთ მამას და დედას და ვკრთოდეთ მის წინაშე.
  ადამიანის შექმნაში მონაწილეობენ სამნი: ჰაშემი, ადამიანის მამა და დედა (მამისგან აქვს ადამიანს თეთრი ნაწილები, დედისგან წითელი, ჰაშემი კი აძლევს მას სულს, თვალს-ხედვის საშუალებას აძლევს, ყურს- სმენის, პირს- ლაპარაკის) როცა ადმიანი პატივს სცემს თავის მამას და დედას ჰაშემი ამბობს: მე აღვიქვავ ამას ისე თითქოს  მე ვცხოვრობდი მათ შორის და ისინი პატივს მცემდნენ მე.
   რაბიმ (იეჰუდა ანასი) თქვა:“გახსნილი და ცნობილია მისთვის  ვინც თქვა და (ვისი სიტყვითაც) შექმნა სამყარო, რომ ვაჟი პატივს სცემს დედას მამაზე მეტად, რადგან ის ნუსხავს მას სიტყვით, ამიტომ ჰაშემი თორაში მამის პატივისცემას წინ აყენებს დედის . პატივისცემაზე მეტად (როგორც ნათქვანია: „პატივი ეცი მამას და დედას შენსას“ (შმოთ 20;11) გახსნილი და ცნობილია მისთვის ვინც თქვა და (თავისი თქმით) შეიქმნა სამყარო, რომ შვილი მამის წინაშე უფრო კრთის, ვიდრე დედის წინაშე, იმიტომ, რომ მამა მას თორას ასწავლის. ამის გამო ჰაშემი (თორაში) წინ აყენებს დედისადმი კრძალვას მამასთან შედარებით. (როგორც ნათქვამია: კრთოდეთ ყველა დედის წინაშე და მამის წინაშე (ვაირა 19:3)
 თორაში ჰაშემმა დააწინაურა მამა, დედაზე პატივისცემისთვის და დააწინაურა დედა მამაზე, შიშისთვის რათა ესწავლებინა , რომ ისინი თანაბარნი არიან.
  თუ მამა ეუბნება შვილს: „წყალი დამალევნე“ და დედაც ეუბნება „დამალევინე წყალი “ მან უნდა შეაყოვნოს დედის თხოვნა და ჯერ მამას მიაგოს პატივი, თუ დედა გაყრილია მამასთან ორივენი დედაც და მამაც თანასწორნი არიან, ამიტომ შვილს შეუძლია „პატივი“ პირველი სცეს მას ვისაც თვითონ მოისურვებს.
  რას ნიშნავს კრთოდე მამის წინაშე ? არ იდგე იქსადაც ჩვეულებრივ ის დგას, თავის მეგობრებთან ერთად, ან იმ ადგილას სადაც ის ლოცულობს, არ იჯდე იქ სადაც ჩვეულებრივად ზის სეყუდის(ტრაპეზის) დროს, არ იკამათო მასთან და არ ეთანხმებოდე მის სიტყვებს მისი თანდასწრებით და არც კი თქვა „მამა მართალია“
  რა საზღვრები აქვს მამისადმი კრძალვას? თუ  შვილი გამოწყობილია ძვირფას ტანსაცმელში და კრების თავჯდომარეა, და მოდის მისი მამა ან დედა და უხევენ ტანსაცმელს, ურტყავენ თავში და აფურთხებენ სახეში - არ უნდა უსაყვედუროს ? არ უნდა განრისხდეს?  უნდა გაჩუმდეს და კრთოდეს მეფეთა მეფის წინაშე ვითრცა ჰაშემის,  რომელმაც მოგვცა ეს მცნება. თუმცა შვილს უფლება აქვს სასამართლოში უჩივლოს მშოლებს მისთვის მიყენებული ზარალისთვის.(კიცურ შულხან არუხ 143:2)
     რა არის მამის „პატივისცემა“, საჭირა ვაჭამოთ და ვასვათ, ჩავაცვათ, შევხვდეთ და გავაცილოთ და მივართვათ ყოველივე სასიამოვნო გამომეტყველებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველდღიურად აჭამოს მამას შვილმა მაგრამ აჩვენებს თავის უკმაყოფილებას ის ამისათვის დაისჯება. (კიცურ შულხან არუხ 143:3) 
            შვილი ვალდებულია დააპუროს მშობლები მათივე საშუალებით, მაგრამ თუ მათ არ აქვთ საშუალება მაშინ შვილი ვალდებულია თავისი სახსრებით გაუწიოს მათ დახმარება, მაგრამ თუ შვლსაც არა აქვს ამის საშუალება ის არ არის ვალდებული ითხოვოს მოწყალება.(შულხან არუხ. იორე დეა 240:5)
რაბი იოსები თავისი დედის ნაბიჯების ხმის გაგონებაზე იძახდა „ავდგები მოახლოებული შეხინის წინაშე“.(თალმუდი,კიდუშინ)
    თუ შვილი ხედავს  თუ როგორ არღვევს მამამისი თორის კანონს, არ ღირს მას მივუთითოთ: „შენ დაარღვიე თორის კანონი“, საჭიროა ვუთხრათ მას: “ მამა მართალია, რომ თორაში ასე და ასე წერია?“ თითქოს და მას სურს ისწავლოს მისგან და არა შეუსწოროს. მამა თვითონ გაიგებს რაშია საქმე და არ შერცხვება. (კიცურ შულხან არუხ 143:10)
თუ მამა შვილს თორის კანონის დარღვევას უბძანებს ,თუნდაც ბრძენების მიერ იყოს დადგენილი,  შვილმა არ უნდა მოუსმინოს მას. რამდენადაც ნათქვამია: თითეული თრთოდეს მამის და დედის  წინაშე და ჩემი შაბათები დაიცვას, მე ვარ თქვენი ჰაშემი.ასევეა ყველა სხვა მცნებასთან მიმართებაშიც.(კიცურ შულხან არუხ 143:11)
     „მე ვარ თქვენი ჰაშემი“ და შენც, და შენი მამაც ვალდებულები ხართ პატივი მცეთ მე და ამიტომაც მისი მოსმენით არ უნდა დაარღვიო ჩემი კანონები.
ბრძენების დადგენილებაც ისევეა, როგორც ჰაშემის სიტყვა. როგორც ნათქვამია: „არ გადაუხვიო მათ სიტყვას, არც მარჯვნივ არვ მარცხნივ“
თუ მამამ უბრძანა შვილს არ ელაპარაკოს რომელიმე ადამიანს, და არ შეურიგდეს მას , მაგრამ შვილს მასთან შერიგება სურს - შეუძლია არ მიაქციოს ყურადღება მამის აკრძალვას, რადგანაც არ შეიძლება გვძულდეს ნებისმიერი ისრაელი (თუ კი ის არ ჩადის დანაშაულს ჩვენს თვალწინ), გამოდის , რომ მამამ იმ შემთხვევაში დაავალა თორის კანონის დარღვევა.
          აუცილებელია პატივი ვცეთ მშობლებს მათი სიკვდილის შემდეგაც კი. თუ შვილი მოიხსენიებს მათ ზეპირად ან წერილობით, პირველი 12 თვის მანძილზე უნდა თქვას ან დაწეროს  „მე მზად ვარ ვიყო მისი გამომსყიდველი“ (ანუ „დაე ყველა ის ბოროტება, რომელიც უნდა მოსვლოდა მის სულს, იყოს ჩემზე“) . 12 თვის შემდეგ  (როცა გარდაცვლილმა უკვე მიიღო ყველა სასჯელი რომელიც უნდა მიეღო, სასამართლო უწმინდურებზე გრძელდება მხოლოდ 12 თვე) საჭიროა დავწეროთ ან ვთქვათ „დაე მისდამი ხსოვნა წარუძღვეს  მომავალ სამყაროში“.
    მას ვინც მართლა სურს, პატივი სცეს თავის მშობლებს უნდა დაიწყოს თორის სწავლა,   და აკეთოს კეთილი საქმეები, რადგანაც ამაში დიდი პატივია მისი წინაპრებისთვის, ადამიანები ხომ ილაპარაკებენ  „ბედნიერები არიან ასეთი შვილის გამზრდელი მშობლები“, თუ შვილი არ მიდის სწორი გზით მისი წინაპრები შერცხვენილი იქნებიან მისით, და ეს იქნება ისეთი სირცხვილი ამაზე მეტი რომ არ არსეობს.(კიცურ შლხან არუხ 143:21)
მანამ სანამ ვინმეს გააფრთხილებთ,  აგრძნობინეთ რომ მასზე ნამდვილად ღელავთ.
„დაუძახა იცხაკმა იაყაკოვი  დალოცა და უბრძანა მას ,არ მოიყვანო  ცოლი ქანაანის ქალიშვილთაგან“ (ბერეშიი 28:1)
ხაფეც ხაიმი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ იცხაკისან, როგორ დავიცვათ ადამიანები. მანამ სანამ გააფრთხილებდა იაყაკოვს, რა არ უნდა გაეკეთებინა მას, იცხაკმა აკურთხა იგი. თქვენ ყოველთვის როდი შეგიძლიათ ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა ხმის აწევით, მაგრამ თუ აგრძნობინეთ , რომ ის ნამდვილად გიყვართ და მას მხოლოდ კარგს უსურვებთ, მაშინ ის დიდსულოვნად მოისმენს თქვენს გაფრთხილებას.(ხაფეც ხაიმ)
თბილისის სალოცავის „ბეით რახელ“ ხახამი - აჰარონ მდინარაძე
თბილისის გოგონების სემინარის სტუდენტი - ესთერ ანტოშვილი