בס"ד               
ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ
ვაიეცე
        ჩვენ ყველასთან უნდა ვისაუბროთ თავაზიანად და მეგობრულად

  იაყაკოვმა მისცა პირობა და თქვა: თუ იქნება ჩემთან ჰაშემი, და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მივდივარ (ბერეშითი 28:20)
   მიდრაში ამბობს, რომ იაყაკოვმა სთხოვა ჰაშემს დაეცვა ის ლაშონ არასაგან (ლაშონ არა -ცუდი  თვისება ილაპარაკო სხვებზე, იჭორაო ყველანაირი საჭიროების გარეშე) (ბერეშით რაბა).
  ხაფეც ხაიმი გვასწავლის: რომ ჩვენ იაყაკოვის საქციელიდან უნდა ვისწავლოთ თუ ვინმეს ემუქრება ფიზიკური საფრთხე, უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ყურადღებით , რომ არ ვილაპარკოთ ლაშონ არა. როცა ადამიანი საფრთხეშია და ესაჭიროება ჰაშემის დახმარება, ლაშონ არას შეუძლია დააშოროს ჰაშემს და ის არ მოისურვებს მის დახმარებას. ამიტომ იცოდა რა იაკობმა ლავანის ბოროტება სთხოვა ჰაშემს დაეცვა ლაშონ არასაგან (შმირათ ჰა ლაშონ).
   ხაფეც ხაიმი გვიყვება წინა თაობის ერთი თალმიდ- ხახმის შესახებ , რომელიც მანამ სანამ დაიწყებდა ლაპარაკს, ცხოვრებისეულ თემებზე ყოველთვის ლოცულობდა, ჰაშემს სთხოვდა, რომ დაეცვა ის ლაშონ არასაგან.
თავისი გზის დასასრულს ლავანთან, იაკობი შეხვდა მწყემსებს. უთხრა მათ იაკობმა: ძმებო საიდან ხართ? და მათ უთხრეს: ჩვენ ხარანიდან ვართ: (ბერეშითი 29:4)
რაბი ნაფტალი ცვი ბერლინი წერს: რომ ასე თავაზიანად და მეგობრულად ესაუბრებოდა იაკობი ყველას, ამიტომ ამ მწყემსებს იაკობმა უწოდა „ძმები“
მანამ სანამ შეხვდებით ადამიანს, გაიგეთ მისი მდომარეობისა და კეთილდღეობის შესახებ
„მან (იაკობი) უთხრა მათ:  იცნობთ თუ არა თქვენ ლავანს, ნახარის შვილს? და მათ უთხრეს : ვიცნობთ. და მან უთხრა : მას ყველაფერი კარგად აქვს ?“ (ბერეშით 29:5,6)
იაკობმა გაიგო ლავანის მდგომარეობა მასთან შეხვედრამდე. იმიტომ რომ შეხვედრისას სტუმარმა უნდა გაითვალისწინოს მასპინძლის მდგომარეობა,  მხიარულია ის თუ დაღონებული (სფორნო). და კარგი იქნება ვიცოდეთ წინასწარ მასპინძლის ოჯახის შესახებ : გაყრილია ის თუ უშვილო რათა არ თქვას რამე ისეთი რაც მას გულს ატკენს.
    შვიდი წელი იმუშავა იაკობმა ლავანთან, რათა ლავანს მიეთხოვებინა თავის ქალიშვილი რახელი,  და როცა გავიდა დრო ლავანმა დიდი საქორწილო წვეულება გამართა
„ხოლო დილით ქორწილის შემდეგ: ოი ეს ლეაა?! და უთხრა (იაკობი ) ლავანს : რა გამიკეთე , მე ხომ რახელისთვის ვიმუშავე! რატომ მომატყუე“ (ბერეშითი 29:25)
გასაკვირია როგორ ფლობს საკუთარ თავს იაკობი. შვიდწლიანი მძიმე სამუშაოს შემდეგ ის იქნა მოტყუებული. ლავანის ტყუილის გამო რახელის ნაცვლად ლეაზე დაქორწინდა. ადამიანების უმრავლესობა ბრაზისაგან გადაირეოდა, ის კი არც კი გაბრაზებულა. მხოლოდ უსაყვედურა ლავანს და ჰკითხა თუ რატომ გააკეთა ეს. (რაბი იერუხამ ლევოვიც დაათ თორაში:ლიმუდეი მუსრეი ჰათორა).
იყავით განსაკუთრებულად ფრთხილნი როცა საუბრობთ მასთან, ვინც იტანჯება
„დაინახა რახელმა, რომ ვერ უჩენს შვილს იაკობს და შეშურდა დის“ (შეშურდა მისი კეთილი საქმეების და თქვა: „ის რომ არ იყოს უფრო მეტად წმინდა ვიდრე მე , არ დაჯილდოვდებოდა შვილებით“. - მიდრაში, რომელსაც ციტირებს რაში)  და უთხრა იაკობს: მომეცი შვილები და  თუ არა მოვკვდები. განრისხდა იაკობი რახელზე და თქვა, მე ხომ არა ვა ჰაშემი, რომელიც არ გაძლევს შვილს. (ბერეშითი 30: 1-2)
სფორნო გვიხსნის, რომ იაკობი გაბრაზდა,იმის გამო რომ რახელი თვლიდა, თითქოს ორსულობა დამოკიდებული იყო მხოლოდ იაკობზე და არა ჰაშემზე. ის განაწყენდა ჰაშემის მაგივრად, და დადგა მის მხარეს და ამ გრძნობამ გადაწონა რახელის სიყვარული. მიუხედავად ამისა(ბერეშით რაბა) ბრძენები ამტკიცებენ, რომ იაკობს უნდა შეეკავებინა ბრაზი, თავისი შეხედულებების სისწორის მიუხედავად იაკობს უნდა გაეთვალისწინებია რახელის მძიმე მდგომარეობა უხეშად არ ეპასუხა. ამის გამო იგი დაისაჯა.
 ხაფეც ხაიმის შვილი წერს: რომ მამამისი ყველთვის აკონტროლებდა თავის ემოციებს, როდესაც ელაპარაკებოდა ღარიბებს. მიუხედავად იმისა , რომ ხანდახან ისინი ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ, რომ ძნელი იყო რისხვის დამალვა. ბრძენები გვასწავლიან, რომ აკრძალვა აწყენინო ქვრივს და ღარიბს ვრცელდება  ყველაზე ვინც იტანჯება. აკრძალულია  აწყენინო მათ მცირედითაც კი.
ყოველთვის ყურადღებით უნდა ავწონოთ ყველა სიტყვა, რომ არ მივაყენოთ არანაირი ზიანი
  20 წლიანი პატიოსანი შრომის შემდეგ ლავანთან, იაკობი წავიდა სახლისაკენ, თავის ცოლებთან და შვილებთან ერთად. ხოლო მათი წასვლის წინ რახელმა აიღო მამამისის კერპები, რათა მას მათთვის თაყვანი არ ეცა. ლავანი გაეკიდა მათ და დაადანაშაულა იაკობი კერპების ქურდობაში. იაკობმა არა მხოლოდ მოძებნის საშუალება მისცა სადაც მოესურვებოდა, არამედ წყევლაც წარმოსთქვა: „ვისთანაც იპოვი შენს კერპებს, მოკვდეს“(ბერეშითი 31:32)
სფორნო წერს: რომ იაკობმა იფიქრა, რომ კერპები აიღო მის მსახურაგან ერთ-ერთმა რათა თაყვანი ეცა მათთვის, მას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ კერპებს მისი ცოლი აიღებდა თუნდაც კარგ განზრახვით. - რომ მამამისს მათთვის თაყვანი არ ეცა. რაში ციტირებს მიდრაშს: რომლის თამახმადაც მისი წყევლის გამო მალე გარდაიცვალა რახელი. როგორი ყურადღებიანები უნდა ვიყოთ ყოველი სიტყვის მიმართ!
ლავანმა გადაატრიალა ყველაფერი, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვა.
„განაწყენდა იაკობი და დაიწყო ლავანთან კამათი. და უპასუხა იაკობმა ლავანს:  რა ბოროტება გაგიკეთე? რა ცოდვა ჩავიდინე , რომ მდევნი“
მიდრაში მიგვითითებს იაკობის თავდაჭერილობაზე მიუხედავად მისი რისხვისა. ლავანმა დაადანაშაულა იაკობი ქურდობაში, ეძებდა მასთან და ვერ იპოვა და ყველაფრის მიუხედავად იაკობს არაფერი არ უთქვამს საწყენი, არაფერი რასაც შეეძლო გაემწვავებინა მათი კამათი. ის მხოლოდ თავს იცავდა ბრალდებისაგან და იცავდა თავის სიმართლეს.
არ ღირს ჩაება კამათში ამბობს ხაფეც ხაიმი, იმ შემთხვევაშიც კი  თუ თქვენ ბოლომდე მართალი ხართ (ხაფეც ხაიმი თორაზე)
არ უნდა ავიღოთ არაფერი დაუკითხავად, ყველაზე უმნიშვნელო ნივთიც კი.
„აი ოცი წელია შენთან ვარ, შენ პირუტყვს მუცელი არ გაცრუებია, არ მიჭამია მე შენი ფარიდან ცხვარი, ნადირისაგან დაგლეჯილი პირუტყვი არ მომიტანია, ჩემი იყო ზარალი, ჩემი ხელიდან მოითხოვდი დღისით  თუ ღამით მოპარულს, დღისით მტანჯავდა სიცხე , ღამით სიცივე, ჩემს თვალებს არ ჰქონდა ძილი“ (ბერეშითი 31: 38-39-40)
რაბი იერუხამ ლევოვიცი ლაპარაკობს იაკობის სიდიადეზე, ლავანი ყოველ ჯერზე ატყუებდა, იაკობი მძიმედ შრომობდა და ყოველთვის პატიოსანი რჩებოდა, ის უვლიდა ლავანის ფარას ისე, როგორც საკუთარს.ხშირად ადამიანები რომლებსაც ატყუებენ თვლიან, რომ ყველა მოვალეობისგან თავისუფალნი არიან, მაგრამ ჩვენი დიდი მამა ასეთი არ ყოფილა.
რამდენიმე გამონათქვამი ლაშონ ჰარაზე
  არ შეიძლება ადამიანზე ცუდის თქმა. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს - სიმართლეა თუ სიცრუე, ლაშონ ჰარა ჰქვია. ეს ცოდვა მეტად მძიმეა, რადგან მთქმელი ცუდ სახელს უვრცელებს მოყვარეს(ისრაელს).
აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოყვარის (ისრაელის) ძაგება, თუნდაც ჭეშმარიტ სიმართლეს წარმოადგენდეს, ლაშონ ჰარად ივლება.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ლაშონ ჰარა მხოლოდ ტყუილად მოგონილ, შეთხზულ ამბავს ჰქვია, სიმართლის თქმა კი დანაშაულად არ ივლება. ხშირად მოისმენ სხვაზე მოლაპარაკესაგან: „გეფიცები სიმართლეა!“- არა! ეს ლაშონ ჰარა! სწორედ იმ საუბარს ჰქვია ლაშონ არა , რასაც იმ წუთას ლაპარაკობენ.
იმისათვის, რომ ლაშონ არასგან თავი დავიცვათ, ალახების (წესების) სწავლა და მუდმივი გამეორებაა საჭირო. ადამიანი სხვებთან ურთიერთობისთვის ენას იყენებს; ამიტომ  ვალდებულია იცოდეს, რისი თქმა შეუძლია და რა ეკრძალება.
ლაშონ ჰარას მოლაპააკე ერთდროულად მრავალ ცოდვას სჩადის. ლაშონ ჰარასთან დაკავშრებულია თორის 31 მიცვა. აქდან 17 - აკრძალვითი და  14  გააკეთე.
გემარა  „ყავოდა-ზარა “ მოგვითხრობს: რაბი ალექსანდრე იდგა და აცხადებდა:- „ვის სურს სიცოცხლე! ვის სურს სიცოცხლე!“მის ძახილზე ხალხი მოგროვდა. ყველა სთხოვდა:  „ თენ ლი ხაიმ “ - მომეცი სიცოცხლე! რაბი ალექსანდრე კი ეუბნებოდა: - „ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად! შეიკავე ენა შენი ბოროტებისაგან  და ბაგენი შენი - ცბიერი სიტყვებისაგან“(თეჰილიმი 34: 13-14)
ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს: რა სიახლე უთხრა თეჰილიმიდან ამოღებული  ნაწყვეტით ხალხს? ამას თეჰილიმში ხომ ისეც კითხულობს ყველა?
ხაფეც ხაიმი ასეთ განმარტებებს იძლევა: „როცა რაბის მიმართვა მოისმინეს, გულუბრყვილოდ იფიქრეს, რომ სიცოცხლის გამახანგრძლვებელი წამალი არსებობდა. მაგრამ რაბმა ხალხი მიახვედრა, რომ სულიერ ძალასაც შესწევს უნარი, სიცოცხლე გაახანგრძლივოს და ოლამ ჰაბა მოიპოვოს.
 სიცოცხლის წამლის ძალა რაბების გამონათქვამებიდანაც იგრძნობა „ლაშონ არას ცოდვების ძალა უზენაესის ცისკრამდე აღწევს. ლაშონ არას მთელი ჭორი ერთ ცოდვად კი არ ითვლება, არამედ იმდენ ცოდვად, რამდენი სიტყვაც ითქვა.“ „დათვალე და თუ ადამიანმა დღეში 10 სიტყვა თქვა 10 ცოდვად ჩაეთვლება და რამდენი ცოდვა დაუგროვდება ერთ წელიწადში?“ - გვიხსნის ხაფეც ხაიმი.  სამწუხაროდ, რასაც ჩვენ დავთვლით ზოგი იმაზე მეტსაც წარმოსთქვამს. ადამიანი, რომელსაც ენის შეკავება არ შეუძლია და ლაშონ არას ლაპარაკობს, მრავალ მბრალდებელს იძენს, რადგან „ერთი ცოდვის ჩამდენი, ერთ მბრალდებელს იძენს“ - უფრო მეტს ვიდრე დამცველი ეყოლება. როცა ადამიანის ბედი წყდება შეიძლება ცოდვებმა სძლიოს და სიკვდილი გადაუწყდეს. ძნელი არ არის მივხვდეთ: თუ ლაშონ არას ამდენი ცოდვა ახლავს, რამხელა გავლენა შეუძლია მოახდინოს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
თუ ადამიანი სძლევს იეცერს (ვნებას), დათავს შეიკავებს ლაშონ არას ლაპარაკისაგან, მიცვას მიცვა მიემატება, დამცველს -  დამცველი. ასევე შეუძია თვის ღირსებას ყოველდღიური მიცვები დაამატოს. ამით მისი  სასწორი სიცოცხლისაკენ გადაიხრება.
ვინც არ ფრთხილობს და სხვებზე ცუდს ლაპარაკოს, მძიმე ცოდვებს ჩადის, სამწხაროდ ბევრს ახასიათებს სხვათა ნაკლზე ლაპარაკი. აუწერელია მათი ცოდვა. ადამიანი, რომელიც სხვებზე ლაშონ არას ლაპარაკობს თავისი საქციელით ადასტურებს, რომ თვალს არიდებს ჰაშემის მიერ მოცემული მიცვების შესრულებას. ასეთ ადამიანს , რაბების აზრით, „ბაალ ლაშონ ჰარა“ - ავი ენის პატრონი ჰქვია. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს სხვისი დამცირება და დაცინვა, რაც დროთა განმავლობაში ჩვეულებად გადაექცევა. ხშირია შემთხვევა, რომ ჯგუფად თავშეყრილი ადამიანები სხვების ჭორაობით ერთობიან.
 თალმუდში წერია: იმ ადამიანების ცოდვა, რომელთაც თორა „ბაალეი ლაშონ არას უწოდებს “ აღემატება კერპთაყვაისმცემლის ცოდვას; ასევე სჭარბობს გარყვნილობისა და სისხლისღვრის ცოდვებს. ლაშონ არას მუდმივ მოლაპარაკეს არა აქვს წილი მუდმივ სამყაროში.
თბილისის სალოცავის „ბეით რახელ“ ხახამი - აჰარონ მდინარაძე
თბილისის გოგონების სემინარის სტუდენტი - ესთერ ანტოშვილი