בס"ד

ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ

ვაერა

ავადმყოფის მონახულების და სტუმართმოყვარეობის მიცვები

  "და გამოეცხადა მას ჰაშემი მამრეს ხეობაში”(ბერეშით 18;1) - Mმას შემდეგ რაც ავრაჰამი მოინათლა...

 თალმუდში ნათქვამია, რომ ჰაშემი გამოეცხადა ავრაჰამს ნათლობიდან მესამე დღეს, იმიტომ რომ ის ძალიან შეწუხებული იყო.

 რა თქმა უნდა ყველაფერი ჰაშემზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენც გვევალება გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია რთა დავეხმაროთ ავადმყოფს, გავამხნევოთ და დავამშვიდოთ.  ეს ფასდება ისე თითქოსდა ჩვენ გადავარჩენთ მის სიცოცხლეს.

 ჰკითხე შენს თავს:  როცა იგებ, რომ ვიღაც ავადაა, მე  ვივიწყებ თუ მივდივარ მის მოსანახულებლად?

წესები, რომლებიც ამ მცნებასთანაა კავშირში:

1.         ავადმყოფების მონახულება – ეს ერთერთი მნიშვნელოვანი მიცვაა (არუხ ჰა შულხან)

2.       ხანდახან ავადმყოფთან ვიზიტი -  ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ავადმყოფთან სტუმრობისას თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ თუ რომელ ექიმთან ჯობია მივიდეს, ან მიუტანოთ წამალი. ავადმყოფთან სტუმრობაზე უარის თქმა შეიძლება ნიშნევდეს უარის თქმას მისი სიცოცხლის გადარჩენაზე (აჰავათ ხესედ-ხაფეც ხაიმ)

3.       რა არის მთავარი ავადმყოფის მონახულებაში? – თქვენი მისვლა მისთვის სიხარულია. ავადმყოფთან სტუმრობისას უნდა ისაუბროთ მხოლოდ კარგზე და თავი აარიდოთ  იმ თემაზე საუბარს რომელსაც შეუძლია ცუდ ხასიათზე დააყენოს (მაგ; ავადმყოფობაზე ან სხვა ადამიანის ოპერაციაზე).

4.       ძალიან მნიშვნელოვანია მიუტანო ავადმყოფს რაიმე გემრიელი.

 

                        სლობოდკის იეშივის მოსწავლე მიდიოდა ქუჩაში და ავადმყოფი მეგობრისთვის მიქონდა სადილი,  როდესაც მან შეამჩნია , რომ მას უახლოვდებოდა რაბი იცხაკ შერი იეშივის ხელმძღვანელი, ის ძალიან შეწუხდა და შეეცადა დაემალა თეფში ტანსაცმელში, მან იფიქრა, რომ როშ იეშივა ჩათვლის არასაკმარისად ძღვენს.   რაბიმ შეამჩნია მოსწავლის შეწუხება და უთხრა: არაფერია სასირცხვილო, პირიქით ეს იგივეა რომ მიგქონდეს ახლობლისთვის ლულავი და ეტროგი. (მიცვაა ყველა ისრაელმა აკურთხოს ისინი სუქოთში)

                        ახლო მეგობრები და ნათესავები უნდა სტმრობდნენ ერთმანეთს ავადმყოფობის დაწყებისთანავე, ხოლო სხვებმა ჯობია მოიცადონ სანამ გაივლის 3 დღე, მაგრამ თუ ადამიანი სერიოზილადაა ავად მაშინ სხვებიც უნდა ესტუმრნონ ავადმყოფს გადაუდებლად (იორე დეა)

                        თუ ავადმყოფს სურს, რომ ვიღაც ყოველთვის იყოს მასთან, მაშინ ნებიესმიერს შეუძლია ესტუმროს 3 დღის გასვლამდე, მაშინაც კი თუ მძიმედ არაა ავად (რაბი იოსებ შალომ ელიაშევ).

                        თალმუდში აღწერილია თუ როგორ იყო რაბი აკივას მოსწავლე ავად და  მას არავინ არ აკითხავდა, მასთან მივიდა რაბი აკივა, ნახა რომ წესრიგში არ არის მისი სახლი და თვითონ მორეცხა იატაკი მის ოთახში. შედეგად მისმა მოსწავლემ თქვა, რომ რაბი აკივას მოსვლა გადაარჩინა მისი სიცოცხლე.

5.         ავადმყოფის მონახულების მთავარი აზრი მდგომარეობს მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცვაში ბეით იოსეფ (იორე დეა) წერს , რომ ადამიანი არ ასრულებს ავადმყოფის მონახულების მიცვას თუ არ ლოცულობს მისი გამოჯანმრთელებისთვის.

                        თუ ავადაა ჩვენი ნათესავი კარგია ვთხოვოთ მორწმუნე ადამიანს ილოცოს მისი გამოჯანმრელებისთვის (რამა, იორე დეა)

6.         ავადმყოფთან ვიზიტის რაოდენობა განუსაზღვრელია. საქებარია ესტუმრო იმდენჯერ რამდენჯერაც შეგვიძლია თუ ეს არ ღლის ავადმყოფს (იორე დეა)

7.         თუ თქვენი ვიზიტი დამღლელია აადმყოფისათვის ან უხერხულობას იწვევს მაშინ მონახულება საჭირო არაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საჭიროა ავადმყოფთან სახლში მისვლა რათა გავარკვიოთ რით შეგვიძლია დახმარება (იორე დეა)

 

 ამონარიდი ხაზონ იშის წერილიდან რაბი  ზალმან  მელცერისთვის მიწერილი, როდესაც ის ავად იყო;

   მე მინდა მოგინახულო, ერთადერთი რაც მაკავებს არ მსურს , რომ დავარღვიო შენი სიმშვიდე, გადმომცეს ექიმების აზრი, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა შენთვის სიწყნარეზე უკეთესი არაფერია.

8.         უკეთესა არ ეწვიოთ ავადმყოფს დღის პირველ და ბოლო სამ საათში(იორე დეა, აჰავათ ხესედ , არუხ ჰა შულხან)

9.         თუ თქვენ არც თუ კარგ დამოკიდებულებაში ხართ ავადმყოფთან გაარკვიეთ წინასწარ ესიამოვნება თუ არა მას თქვენი სტუმრობა.(შახ, იორე დეა)

10.       განსაკუთრებით მნიშვნელოვენი მიცვაა – ესტუმრო ავადმყოფს რომელსაც არავინ არ სტუმრობს და ავადმყოფს რომელიც ჩამოვიდა სხვა ქალაქიდან (მეამ ლოეზ, ბერეშით)

“ყოველ პარასკევ რაბი არიე ლევინი აკითხავდა იერუშალაიმის საავადმყოფოებს და ექთნებს ეკითხებოდა თუ რომელ პაციენტთან არ მოსულა არავინ, შემდეგ კი შედიოდა მათთან და ცდილობდა მათ დამშვიდებას და გამხნევებას” (იშ ცადიკ ჰაია). ერთხელ დაჭრილმა ჯარისკაცმა მას ჰკითხა: “რაბი საიდან მიცნობთ?” – “ჩვენ შევხვდით ერთმანეთს სინაის მთასთან როდესაც თორა მივიღეთ” უპასუხმა რაბი არიემ.

11.       თუ იცით, რომ ავადმყოფს უხარია როდესაც მასთან მიდიან, კარგია არა მარტო მოინახულოთ არამედ სხვებსაც მოუწოდოთ.

12.       მარტო მნახველების მიერ გამოწვეული სიხარული კი არ არის სიკეთე, მნახველიც ხომ ხედავს ავადმყოფის მაგალითზე, რომ არც ისე ხანგრძლივი და მტკიცეა სიცოცხლე და იწყებს ცოდვების მონანიებას. ამაში ავადმყოფის დამსახურებაცაა. (კლი იაკარ ბემიდბარ)

13.       უკეთესია თვითონ მოვინახულოთ ავადმყოფი, უკიდურეს შემთხვევაში დაურეკეთ ტელეფონზე (იგროთ მოშე – იორე დეა)

14.       თუ ადამიანს არ შეუძლია გადაუხადოს ექიმს ან იყიდოს წამალი, მნიშვნელოვანია ავადმყოფისთვის ფინანსური დახმარების გაწევა (აჰავათ ისრაელ)

15.       ხაფეც ხაიმი წერს, რომ ყოველ ჯამაათში უნდა იყვნენ ადამიანები რომლებიც მოინახულებენ ავადმყოფებს და აღმოუჩენენ მათ დახმარებას (აჰავათ ხესედ) ის ამატებს, კარგია, რომ იყოს აგრეთვე ორგანიზაცია, რომლის წევრებიც დარჩებიან მძიმე ავადმყოფებთან მთელი ღამე, ეს დახმარებაა არა მხოლოდ ავადმყოფებისათვის არამედ მათი ოჯახის წევრებისავის, რომლებიც ამით იღებენ საშუალებას ცოტა დაისვენონ.

                        რაბი შლომო სოფერი რაბი აკივა ეიგერის შვილთაშვილი წერს, რომ ის თვლის ამ მიცვას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად და გამუდმებით აკითხავდა ავადმყოფებს, როგორც კი იგებდა, რომ ვიღაც ავადაა, მაშინვე მიდიოდა მასთან და მიქონდა ბევრი გემრიელი საჭმელი, ძალიან ხშირად ის ავადმყოფთან მთელი ღამე რჩებოდა, პოულობდა ავადმყოფებისათვის კარგ ექიმებს და ლოცულობდა მათთვის. რაბი ეიგერი ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ყოველთვის პოულობდა დროს ამ  მიცვის შესასრულებლად.

 როცა რაბი ეიგერი გახდა დიდი ქალაქი პოზნოს რაბი ის ყოველდღიურად აკითხავდა რომელიმე ავადმყოფს, ხოლო როცა მიდიოდა სხვა ქალაქებში აკითხავდა იქაურ საავადმყოფოებს. როდესაც რაბ ეიგერს თვითონ არ შეეძლო ავადმყოფების მონახულება ის უხდიდა რამდენიმე ადამიანს თანხას, რათა მათ ყოველდღიურად მოენახულებინათ ისინი.  ეს ხალხი ეუბნებოდნენ პაციენტებს, რომ რაბი ეიგერი მათზე ნერვიულობს და ყიდულობდნენ მათთვის საჩუქრებს და ატყობინებდნენ რაბის მათ სახელებს რათა რაბის შეძლებოდა მათვის ლოცვა.

   როგორც წერია სეფერ ხასიდიმში, მასპინძელი არ არის ვალდებული მიართვას სტუმარს განსაკუთრებული საჭმელი, თუ მას ამის საშუალება არ გააჩნია, მთავარია მასპინძელმა მიგიღოს სიხარულით, ჯობია მიართვა სტუმარს ბოსტნეული სიხარულით, ვიდრე ხორცი უსიამოვნოდ.

 რაბი ისრაელ სალანტერი არც თუ იშვიათად ამბობდა, რომ ხშირად ესმოდა თუ როგორ ეძახდნენ სალოცავიდან გამვლელებს: “კდუშა, კდუშა(ლოცვა). შემოდი შემოგვიერთდი”, მაგრამ არასოდეს სმენია ადამიანების შესახებ, რომლებიც ჭამის დროს ეძახდნენ ვინმეს “საჭმელი, საჭმელი მოდი შემოგვიერთდი”

                        ევროპის ბევრ ქალაქებში შექმნეს გაერთიანება, რათა ეზრუნათ სხვა ქალაქიდან ჩამოსულ სტუმრებზე. ერთხელ ბრისკში ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელმა გადაწიყვიტა, რომ ამ ტვირთის ზიდვისთვის ძალა აღარ ყოფნით და საჭიროა მისი გაუქმება, ამის გაგონებაზე ბრისკის რაბმა რაბი სოლოვეიჩიკმა მოიხმო სახლში და უთხრა “შენ არ შეგიძლია გააუქმო ეს გაერთიანება იმიტომ, რომ მაშინ მე აღარ მექნება ღამის გასათევი”

                        გაერთიანების უფროსის სახეზე გაკვირვების შემჩნევის შემდეგ რაბიმ გააგძელა: “ბრისკი (ბრესტი) ეს არის ქალაქი რკინიგზის სადგურით, მისი გავლით მგზავრობს ბევრი ებრაელი, ყველა ბრისკის მცხოვრებს აკისრია მოვალეობა, რომ არც ერთი ჩამომსვლელი არ დარჩეს საჭმლის გარეშე. როცა ამაზე ზრუნავს გაერთიანება, მე შემიძლია წყნარად მეძინოს ღამით, მაგრამ თუ ასეთი გაერთიანება არ არის, მაშინ მე უნდა ვიარო შუაღამისას სადგურზე რათა შევამოწმო ხომ არ დარჩა რომელიმე მგზავრი შემდეგი მატარებლის მოლოდინში და მერე წავიყვანო ჩემთან სახლში თავის შესაფარად”

გაერთიანების ხელმძღვანელმა გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება (მოსმენილია რაბი ოისებ დოვ ბარ სოლოვეიჩიკისგან, ბრისკის იეშივის ხელმძღვანელი- იერუშალაიმში, რაბი ხაიმ ბრისკერის შვილიშვილი).

  თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ სტუმრების მიღების მიცვა იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გაქვთ სახლი, თუ იცით რომ ვიღაცას ესაჭიროება გასათენებელი ადგილი შეეცადეთ იპოვოთ ადამიანი რომელიც თანახმა იქნება მას სტუმართმასპინძლობა გაუწიოს.

 

“მან (აბრაჰამმა) აიხედა და დაინახა აი დგას მის წინ სამი ადამიანი, და როცა დაინახა ისინი გაიქცა მათკენ  შესასვლელიდან კარავში და ქედი მოიხარა მიწამდე” (ბერეშითი 18;12)

 როცა რაბი  ზალმან მელცერს ესმოდა კარზე კაკუნი, იგი სირბილით აღებდა კარს, შინაურებმა კითხეს, რატომ იწუხებს თავს ასე , ისინი ხომ გააღებენ კარს.  მან უპასუხა: “ იქნებ ეს საწყალი დგას და აკაკუნებს კარებზე, მაშინ სწრაფად უნდა გააკეთო ის რაც მას სჭირდება”

“თქვა აბრაჰამმა:  ჩემო ბატონო თუ მე ვპოვე მოწყალება შენს თვალებში, ნუ წახვალ შენი მსახურისგან” (ბერეშითი 18;3)

                        ავრაჰამი თვლიდა, რომ სტუმრები პატივს სცემდნენ მის სახლში შესვლით და მასთან მირთმევით, ამიტომ ის ქედს უხრიდა და პატიჟებდა მათ თავის სახლში.

 ერთხელ რაბი ზალმან მელცერს ვიღაცამ უთხრა; “ხაზონ იში უახლოვდება სახლს!” რაბი მელცერი გაიქცა ცნობილი თალმიდ-ხახმის შესახვედრად, მაგრამ მაშინვე დაინახა, რომ ეს შეცდომა იყო, სახლს უბრალო ადამიანი უახლოვდებოდა, რომელიც გარეგნულად ცოტათი ჰგავდა ხაზონ იშს.                             მიუხედავად ამისა რაბი მელცერმა სტუმარს დიდი ყურადღება მიაქცია, მან ის მაგიდის თავში დასვა და მორიდები ჰკითხა თუ რისი გაკეთება შეეძლო მისთვის, იქნებ მას სურდა ნამცხვარი ან ჩაი ან მიართვას სადილი ? სტუმარი ძალიან შემცბარი იყო ასეთი მიღებით და ჩუმად თქვა, რომ არანაირად არ სურდა იეშივის ხელმძღვანელის შეწუხება, რომ მას სურს უბრალოდ მიიღოს სარეკომენდაციო წერილი და შეაგროვოს ფული თავისი ქალიშვილის ქორწილისათვის.

 

                        რაბი მელცერმა მაშინვე აიღო პასტა და ფურცელი და დაწერა კარგი წერილი ამ ადამიანისათვის, შემდეგ მხურვალედ დალოცა და წარმატება უსურვა, როცა სტუმარმა წასვლა დააპირა, რაბი მელცერმა ქუჩამდე გააცილა. რაბი დაბრუნდა და ოჯახის წევრებმა კითხეს გაოცებით თუ რატომ სცა ასეთი პატივი ამ ადამიანს.

 

                        მან უპასუხა: “სტუმრის მიღება მნიშვნელოვანი მიცვაა და ყოველ ადამიანს უნდა მიაგო ისეთი პატივი, როგორ პატივსაც ავრაჰამი სცემდა თავის სტუმრებს, მაგრამ ჩვენ ხშირად ვერ ვასრულებთ ამას და ყურადებას მხლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს ვაქცევთ, ამჯერად მე ვემზადებოდი ხაზონ იშის შესახვედრად და მის მაგივრად სტუმარი სხვა ადამიანი აღმოჩნდა, მაშ ეს მიზეზია, რომ არ ვცეთ მას სათანადო პატვი?”

                        ევროპაში ქალაქ პრესნიცში ცხოვრობდა მდიდარი ადამიანი სახელად რაბი ჰირშ ირვიცი ხათამ სოფერის ცოლის ძმა. ის პატიჟებდა თავისთან სახლში ყველა ღარიბ მოგზაურს, რომლებიც იმყოფებოდნენ მის ქალაქში შაბათს, ღარიბები ისხდნენ საშაბათო მაგიდასთან მის ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ ხოლო ის იჯდა მაგიდის სათავეში. ერთხელ ირვიცის სახლში სამუშაოდ ახალი მოსამსახურე მივიდა რომელმაც არ იცოდა სახლის ჩვეულება და დადგა სკამები ღარიბებისთვის მაგიდის შორეულ კუთხეში, სალოცავიდან თავის სტუმრებთან ერთად დაბრუნებულმა რაბი ჰირშმა დაინახა თუ როგორ ელაგა სკამები და დაიბნა, თუმცა არ სურდა უხერხულად ეგრძნობინებინა თავი არც მოსამსახურისთვის და არც სტუმრებს უცბად აიღო კიდუშის ჭიქა და ხალები და გადაიტანა მაგიდის მეორე ბოლოში, ამით მაგიდის ბოლო სათავედ გადააქცია (ხატამ სოფერის ისტორია).

თალმუდი გავასწავლის, რომ სტუმრების მიღება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჰაშემთან ლაპარაკი.

                        გიყვარდეს ვიღაცის შვილები – იმიტომ რომ გიყვარს ის ადამიანი ეს არის უფრო ძლიერი სიყვარულის გამოვლინება ვიდრე  მხოლოდ მათი მამის სიყვარული . მოცემულ შემთხვევაში ჰაშემის სიყვარული ვლინდება უფრო ძლიერად, როცა მისი სიყვარულის გამო ასე ძლიერ გიყვარს მისი შვილები.  ამის გარდა სხვისთვის სიკეთის გაკეთებით თქვენ ბაძავთ ჰაშემს და დაემსგავსო ჰაშემს უფრო მაღალი იდეალია ვიდრე ელაპარაკო მას.(რაბი ნოახ ვაინბერგი)

 

“აიღეთ გეთაყვა ცოტა წყალი დაბანეთ ფეხები და დაისვენეთ ხის ქვეშ” (ბერეშითი 18;4)

 

 ხაფეც ხაიმი წერს, რომ ავრაჰამმა შესთავაზა თავის სტუმრებს წყალი, რადგან მათ გამოიარეს უდაბნო, ფეხები ჭუჭყიანი ჰქონდათ  და საჭირო იყო დაბანა.  ეს გვასწავლის, რომ სტუმრებს უნდა შევთავაზოთ წყალი და დასაბანი საშუალებები, რადგან განბანვა ხსნის დაღლილობას.

                        ავრაჰამმა ასევე შესთავაზა სტუმრებს ხის ქვეშ დასვენება – ეს დიდი სიამოვნებაა მცხუნვარე მზეში სიარულის შემდეგ. ხაფეც ხაიმი ამატებს, საჭიროა ვიზრუნოთ, რომ სტუმრებს ქონდეთ მოსახერხებელი საწოლი, რადგან ხანდახან სტუმარს მივცეთ კარგად დასვენების საშუალება უფრო მნიშვნელოვალია ვიდრე მისი კარგად გამოკვება. (აჰავათ ხესედ)

                        თუ გაიგებთ, რომ თქვენს მეზობელს სტუმრები ჰყავს, ხოლო საწოლები არ აქვს საკმარისი და თქვენ გაქვთ ზედმეტი, შესთავაზეთ მათ რადგნ შეძლონ სტუმრების მიღება.

რაბი მენახემ მენდელმა კოცკიდან თქვა: “როცა ადამიანთან მიდის სტუმარი, მანამ სანამ იზრუნებს საჭმელზე უნდა იზრუნოს მისთვის ღამის გასათევზე, მაშინ სტუმარი მიიღებს სიამოვნებას ტრაპეზაზე და არ შეაწუხეს ფიქრი იმაზე თუ სად დაიძინებს”.

“მე ავიღებ (თქვა აბრაჰამმა) პურის ნაჭერს და განაახლეთ თქვენი გულები” (ბერეშითი 18;5)

 

                        რაბი ისრაელ სალანტერი მიანიშნებს, რომ აბრაჰამმა მაშინვე უთხრა სტრუმრებს, რომ მისცემს მათ მხოლოდ პურს, თუმცა ის აპირებდა მათ მაძღრისად დაპურებას (მან ჯერ მკიართვა რძის ნაწარმი, შემდეგ კი ხორცი). მიუხედავად ამისა ის ხვდებოდა, რომ მათ  მოშივდათ გზაზე და საჭიროა რაღაცის მირთმევა მაშინვე, რათა შიმშილის გრძნობა გაექარწყლებინა სანამ მოასწრებდა დანარჩენი საჭმლის მომზადებას (ხაიე მუსარ).

როცა სტუმარი - ჩვეულებრივ განსაკუთრებული გაფრთხილების გარეშე - შედიოდა რაბი დავიდ გარფინკელის სახლში მონტიჩელოში, ნიუ-იორკში, რაბი დავიდი მაშინვე არ შედიოდა მასთან ხანგრძლივ საუბარში. ამის ნაცვლად ის სთავაზობდა სტუმსარს ხელის დაბანას და მაგიდასთნ დაჯდომას, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა მასთან საუბარს.

 რაბი ლეიბ ხასმანი ყვება; რომ ერხთელ პარასკევს საღამოს მიირთმევდა ხაფეც ხაიმის სახლში, ჩვეულებრივ შალომ ყალეხემ-ის  ნაცვლად რომელითაც ხვდებიან შაბათის შემობრძანებას, ხაფეც ხაიმმა მაშინვე გაკეთა კიდუში და დაიწყო ჭამა. რაბი ხასმანმა ხაფეც ხაიმს კითხა თუ რატომ გადაუხვია ჩვეულებას.

ალბათ ქვენ უკვე მშიერი ბრძანდებით - უპასუხა ხაფეც ხაიმმა - ამიტომაც სწრაფად მოგეცით ჭამის საშუალება. ანგელოზები (რომელთაც მივესალმებით სიმღერით შალომ ყალეხემ) არ არიამ მშივრები ამიტომ მათ შეუძლიათ მოცდა

 

მე ავიღებ პურის ნაჭერს“ (ბერეშითი 18;5)

 ტურისტების ჯგუფი საზღვარგარეთიდან ჩავიდა იერუშალაიმში ფესახის დღესასწაულზე. მათ შეიტყვეს სედერის სილამაზის შესახებ რაბი იოსეფ ხაიმ ზონენფელდის სახლში, და სთხოვეს სტუმრად მიეღოთ და დაიჟინეს თავიანთი საკვების თანხის გადახდა, რაბი ზონენფელდი დათანხმდა და მათივე თანდასწრებით თანხა გადასცა მეუღლეს. ცოლი ძალიან გაკვირვებული იყო, იმით რომ რაბი დათანხმდა მიეღო ეს ფული იმიტომ, რომ ადრე არასდროს იღებდა თანხას სხვისი დახმარებისთვის. სტუმრები კმაყოფილები იყვნენ რომ შეძლებდნენ რაბისთან სედერზე დასწრებას. ხოლ-ამოყედის (გატეხლი დღეები როცა ნეაბადართულია ყველაფრის კეთება) პირველ დღეს, სტუმრები აღნიშნავდნენ დღესასწაულის მეორე დღეს,( რადგან საზღვარგარეთ მცხოვრები ებრაელები აღნიშნავენ ორ დღეს) სასტუმროში სადაც ისინი გაჩერდნენ. მათ გასაკვირად რაბი ზონენფელდი აღმოჩნდა მათთან ნომერში და სუფრის ქვეშ დადო ფული რომელიც მათ მისცეს, რადგან მათვის დღესასწაული ჯერ არ იყო დასრულებული მათ არ შეეძლოთ ფულთან შეხება, რომ მისთვს დაებრუნებინათ. ისინი სთხოვდნენ აეღო ფული უკან, რადგან მან ეს ფული მიიღო და უკვე მისი იყო. „მართალია  - თქვა რაბი ზონენფელდმა - მე დავთანხმდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი თავისუფლად გეგრძნოთ და გეჭამათ იმდენი რამდენიც გსურდათ და არ გეფიქრათ, რომ მე დამაკლებდით.(მორე დერეხ ისრაელ)

როცა ადამიანს სტუმარი ჰყავს ის არ უნდა ბრაზდებოდეს შინაურებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ მიზეზი აქვს იმიტომ რომ სტუმარმა შეიძლება თავის თავზე მიიღოს (დერეხ სლულა)

 

გაიქცა აბრაჰამი  საქონელთან , ამოირჩია  ხბო, ნაზი და კარგი და მისცა ის ახალგაზრდა ყმაწვილს და ის გაეშურა მის მოსამზადებლად“ (ბერეშითი 18; 7)

 

რაში ციტირებს მიდრაშს (ბერეშით რაბა 48;13) რომლის თანახმადახალგაზრდა ყმაწვილიიყო იშმაელი და აბრაჰამმა ხბო მისცა მას, რათა იგი მიჩვეოდა  მიცვების კეთებას. ხაფეც ხაიმი წერს, რომ უნდა გვახსოვდეს არაა საკმარისი მარტო შენ აკეთო ხესედი (მადლი), საჭიროა ბავშვებიც მიაჩვიოთ სიკეთის კეთებას. (აჰავათ ხესედ)

ხაფეც ხაიმი ბევრ ადგილებში მიღბული პრაქტიკის წინააღმდეგი იყო, როცა გაჭირვებულებს დახმარებისთვის უნდა მიემართათ საერთო ფონდისთვის და მათთვის აკრძალული იყო კარდაკარ სიარული და დახმარების მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში ბავშვები, რომელთა სახლებზეც არ აკაკუნებდნენ დახმარებისთვის შეეძლოთ შეეწყვიტთ მიცვის მნიშვნელობის გააზრება და ცედაკის არ გაცემას შეიძლება ცუდი შედეგები მოყოლოდა.

აიღო მან (აბრაჰამმა) კარაქი რძე და ხბო, რომლებიც მოამზადა და დადო მათ წინ, და იდგა მათ წინ ხის ქვეშ , და ისინი ჭამდნენ“(ბერეშითი 18;8)

მიუხედავად იმისა, რომ აბრჰამს ბევრი მსახური ყავდა და თვითონ თავს ცუდად გრძნობდა ბრით მილის მერე, რომელიც სამი დღის წინ ქონდა გაკეთებული,  ის თვითონ აჩქარდა გაეკეთებინა მიცვა თავისი სტუმრებისთის.

როცა ხაფეც ხაიმის შინაურებმა დაინახეს, თუ როგორ ამზადებდა ის თვითონ საწოლს სტუმრისთვის, მათ თქვეს, რომ შეწუხება საჭირო არ არის და ისინი ყველაფერს თვითონ გააკეთებენ. „ როცა ჯერი მივა თეფილიმის დადების მიცვამდე მაშინაც მეტყვით, რომ მას ჩემს მაგივრად გააკეთებთ? რომ მე არ შევწუხდე - კითხა ხაფეც ხაიმმა

 და იდგა მათ წინ, (სამი სტუმრის) ხის ქვეშ, და ჭამდნენ ისინი“ (ბერეშითი 18;8)

  რაბი იეჰუდამ ახსნა, რომ სინამდვილეში ავრაჰამის სტუმრებს არ სჭირდებოდათ ჭამა, რადგან ისინი ანგელოზები იყვნენ, ისინი უბრალოდ აჩვენებდნენ თითქოს ჭამდნენ და სვავდნენ, რათა ესიამოვნებინათ ავრაჰამისთვის.

 ავრაჰამ ავინუს  სიკეთისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის ჰაშემმა მის მემკვიდრეებს სამაგიერო უდაბნოში გადაუხადა, მათ მიიღეს მანა (ციური პური, რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა და იკვებებოდნენ 40 წლის განმავლობაში). წყალი რომელიც მუდამ თან სდევდა მათ მოგზაურობის დროს,  ქარს მიჰქონდა მათთვის მრავალი გემრიელი მწყერი , დიდების ღრუბლები მათ იფარავდა მცხუნვარე მზისაგან, ხოლო ცეცხლოვანი სვეტი მიუძღვიდა მათ დღე და ღამე გზის მანიშნებლად.

რაბი შიმონმა რაბი ელიეზერის სახელით თქვა; რომ ავრაჰამის ნაჩვენები კეთილი საქმე და შემდგომში მისი შედეგი აშკარას ხდის ერთ ერთ მთავარ პრინციპს (რომელზეც დგას მსოფლიო, და რომლის დახმარებითაც შესაძლებელია თორის ახსნა და გაგება) და კერძოთ კალ ვახომერ -„მითუმეტესანმცირედან(ადვილიდან) დიდისკენ (ძნელისკენ)“. ავრაჰამმა მიიღო სიკეთისთვის უდიდესი ანაზღაურება, სიკეთისთვის, რომელიც გაუწია მათ ვისაც არ ესაჭიროებოა, მითუმეტეს ჰაშემი აუნაზღაურებს მათ ვინც სიკეთეს გაუკეთებს მათ ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროება.

 ხაფეც ხაიმი წერს, რომ სტუმართმოყვარეობის მიცვა ვრცელდება მდიდარ სტუმრებზეც რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გაჭირვებულის დახმარება. ის ამატებს, რომ ხალხისთვის უფრო სასიამოვნოა მიიღონ მდიდარი სტუმარი ისინი მათ უფრო დიდ პატივს სცემენ, მაგრამ სამწუხაროდ გაცილებით ნაკლებად ცდილობენ სტუმრად დაპატიჟონ გაჭირვებულები, და მათი მიღებისას ძუნწობენ.  (აჰავათ ხესედ) 

 

აჰარონ მდინარაძე

ესთერ ანტოშვილი