בס"ד

                       ლეყილუი  ნიშმათ  შალომ   ბენ  ბინიამინ  ჰანოლად  მინ  ესთერ

ვაიაშევ

სანამ სხვაზე ილაპარაკებთ, დაფიქრდით რატომ და რისთვის ლაპარაკობთ

 „აი იაყაკოვის შთამომავლობა, იოსეფი 17 წლიდან მწყემსავდა ცხვრებს ძმებთან ერთად და იგი უთვალთვალებდა თავისი მამის ცოლების ბილჰას და ზილფას შვილებს, და მიჰქონდა  იოსეფს  მათი ცუდი ამბები მამასთან “ (ბერეშთი 37:2)

  ხაფეც ხაიმი პასუხობს: რომ იოსეფს არ მიჰქონდა ამბები მათი ცუდი საქციელის შესახებ არავისთან მამის გარდა, უფრო მეტიც, როცა ამბობდა რაიმე უსიამოვნოს მათზე მას არ უნდადა მათთის ცუდი და მიისწრაფოდა მხოლოდ კარგისკენ. მიუხედავად ამისა იოსეფი მოიქცა არასწორედ, იმიტომ, რომ მანამ იგი ეტყოდა მამას ძმების არასწორი საქციელის შესახებ, თვითონ უნდა მიეთითებინა და მოეწოდებინა გამოსწორებისაკენ. თუ ის ამას გააკეთებდა, ისინი მას აუხსნიდნენ, რომ მოხდა გაუგებრობა და ის უბრალოდ შეცდა. იმიტომ, რომ იოსეფი არ მოქცა სწორედ და არ მიმართა მათ პირადად იგი ამისთვის დაისაჯა. (იხ. რაში ამ ფასუკზე)(შმირათ ჰა ლაშონ).

  „ხოლო ისრაელს უყვარდა იოსეფი  ყველა შვილზე მეტად, რადგან ის იყო მისი სიბერის შვილი, და გაუკეთა  მას  განსხვავებული  ტანსაცმელი“(ბერეშითი 37:3)

 თალმუდს მოჰყავს კომენტარი ამ ფასუკთან დაკავშირებით: მშობლები არ უნდა გამოარჩევდნენ არც ერთს შვილებიდან და არ უნდა ანიჭებდნენ მათ პრივილეგიებს. იაყაკოვმა მისცა იოსეფს განსაკუთრებული ტანისამოსი და ეს იწვევდა ძმებს შორის შურს, ხოლო განხეთქილებამ ძმებს შორის ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანა იქამდე, რომ მთელი იაყაკოვის  შთამომავლობა აღმოჩნდა განდევნილი და იქცნენ მონებად  ეგვიპტეში. (თალმუდი შაბათი)

  მშობლები გამუდმებით ყურადღებით უნდა იყვნენ,რომ მათმა სიტყვამ ან მოქმედებამ არ გამოიწვიოს შური და ეჭვიანობა შვილებს შორის. შურის შედეგი და-ძმას შორის შეიძლება ტრაგიკულიც აღმოჩნდეს.“რატომ არ სწავლობ ისეთვე მონდომებით, როგორც შენი ძმა?, რატომ იქცევი ცუდად? მაგალითი შენი დისგან აიღე“ ამდაგვარ გამოთქმებს შეიძლება მოჰყვეს ეჭვიანობა და სიძულვილი. არიან მშობლები რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს იმდენად უყვართ ერთმანეთი, რომ მათ შორის შეუძლებელია იყოს შური, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვი არ ამჟღავნებს შურს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ღრმად დამალული და არ გამომჟღავნდება შემდგომში.

  თამარი იეჰუდას რძალი დაადანაშაულეს  ამორალური საქციელში.

„იეჰუდამ თქვა: (რომელიც იყო მოსამართლე) გამოიყვანეთ ის და დაწვით. როდესაც  გამოიყვანეს მან გააგზავნა თავის მამამთილთან (იეჰუდა) და უთხრა: მე ორსულად ვარ იმ კაცისგან ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის. ბეჭედი,ზონარი და ჯოხი“ (ბერეშთი 38: 24.25)

  რაში აკეთებს კომენტარს: რომ თამარს არ სურდა იეჰუდას სახალხოდ დამცირება და ამიტომ არ თქვა : „შენგან მყავს შვილი „ არამედ თქვა, რომ  „იმ ადამიანისგან ვისი ნივთებიც არის“. თამარმა იფიქრა: „თუ აღიარებს ვითონ აღიარებს ხოლო თუ არა მირჩევნია მე დავიწვა ვიდრე ის შევარცხვინო“ ბრძენები ამბობენ: (თალმუდი ბავა მეცია) რომ ის, ვინც არცხვენს სხვას სახალხოდ, კარგავს წილს მომავალ სამყაროში : შერცხვენა სირცხვილზე უარესია, მაგრამ ეს არ ეხება იმას ვინც მკვლელობა ჩაიდინა, რადგან მას შეუძლია მოინანანიოს და მომავალი კეილი საქმეებისთვის დამადლიანდეს მომავალ სამყაროზე, ხოლო ის ვნც არცხვენს სხვას სახალხოდ, არ ისაზრებს თავის საშინელ საქციელს (შაარეი თშუვა).

     ერთხელ  დაინახეს, რომ რაბი ისრაელ ხაიმ კაპლანი ბეით მიდრაშ ელონის სულიერი ლიდერი ძალიან ფერმკთალია, მას  ჰკითხეს  ავად ხომ არ არის, რაბი კაპლანმა უპასუხა: „მე ეხლა ვნახე ერთი ადამიანი სახალხოდ როგორ არცხვენდა მეორეს. ბრძენები ამბობენ: რომ ვიღაცის შერცხვენა სახალხოდ მკვლელობის ტოლფასია.“

აღმოსავლეთ ევროპაში „შამაშს“ ზამთარში, სინაგოგაში,  ევალებოდა ღუმელის ანთება. მისი დამსახურებით ისინ ვინც მიდიოდნენ დილით ადრე სალოცავში სალოცავად ან თეჰილიმის საკითხავად ისხდნენ სითბოში. ერთ სინაგოგაში შამაში ღარიბებს ეყრდნობოდა და ისინი ვინც გვიან ღამით მოდიონენ ისინი ანთებდნენ ღუმელს, მაგრამ ერთხელ მოხდა ისე რომ არავინ მოვიდა,  ღუმელი არავინ აანთო და სინაგოგაში ციოდა, ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა, შემდეგ საჩივრებიც შეწყდა, ღუმელი ყოველ დილით ენთო. ხალხი ხედავდა , რომ შამაში კარგად აკეთებდა თვის საქმეს, ხოლო შამაში თვლიდა  რომ ამას ღარიბები აკეთებდნენ, არავინ ფიქრობდა , რომ ამას ყოველ დილით  აკეთებდა რაბი ისრაელ იაკობ ლუბჩანსკი. ერთხელ დილით ღუმელი დიდი ხანი არ ინთებოდა რადგან შეშა სველი იყო. რაბი ისრაელ იაკობმა შეყო თავი ღუმელში და ცდილობდა აენთო ცეცხლი სველი შეშით. ამ დროს სინაგოგაში შევიდა შამაში, ზამთრის ბნელ დილას მან ვერ იცნო რაბი და იმაში დარწმუნენული, რომ ეს იყო ღარიბი ხუმრობით უკნიდან ფეხი მიარტყა. რაბუი ლუბჩანსკიმ იცოდა, რომ თუ თავს გამოყოფდა შამაში ძალიან შეწუხდებოდა, ამითომ უფრო ღრმად შეყო თავი ღუმელში კვამლმა დაუწვა თვალები და ფილტვები , მაგრამ თავს მაინ არ ყოფდა გარეთ და ელოდებოდა შამაშის წასვლას, როცა ის წავიდა რაბს უკვე აღარ ქონდა ნახევარი წვერი , ის შეიწირა ცეცხლმა.   

                                                „აღიარე...“

თამარის სიტყვების აზრი  იმაში მდგომარეობს, რომ ის ეუბნება იეჰუდას, რომ მან ამოიცნოს და აღიაროს თავისი ნივთები. რაში გვიხსნს ქვეტექსტს: თამარი ეუბნება იეჰუდას : რომ მან აღიაროს თავისი ჰაშემი, რომელსაც ეკუვნის ყველაფერი, და აღიაროს თავისი მამობა, რათა არ განადგურეს სამი სიცოცხლე, მისი და თავისი ჯერ არ დაბადებული ტყუპების.

თამარს ესმოდა რა რთულია ადამიანისათვის საქვეყნო აღიარება, რომელსაც სახალხოდ შერცხვენა მოყვება. მაშინაც კი თუ სხვისთვის ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. ადამიანი შესაძლოა მაინც მერყეობდეს წავიდეს  თუ  არა სახალხო შერცხვენაზე, ამიტომაც თამარი ლოცულობდა , მთლიანად ერწმუნა იეჰუდას ჰაშემი,  რათა მისი  შიში დახმარებოდა მას მამობის აღიარებაში.(რაბი ჰილელ ვიტკინი)

“მივიდა მათთან იოსეფი დილით და დაინახა, რომ ისინი მოწყენილები არიან და ჰკითხა  მსახურებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ  დაპატიმრებულნი მისი ბატონის სახლში, და უთხრა: რატომ ხართ დღეს მოწყენილნი ? ”(ბერეშითი 40: 6-7)

 იოსეფს საკმარისი საფუძველი ქონდა, რომ ეფიქრა მარტო თავის თავზე, და თავის კეთილდღეობაზე, და არავისით არ დაინტერესებულიყო , იგი ხომ თავიმა ძმებმა გაყიდეს მონად, ხოლო ციხეში ტყუილი ბრალდებით მოხვდა, მიუხედავად ამისა ის არ ჩაკეტილა თავის თავში და ფიქრობდა სხვებზე და როცა ხედავდა , რომ მათ უჭირდათ ცდილობდა დახმარებას.

  ხაფეც ხაიმი წერს, რომ საერთოდ საქებარია ცოტა ლაპარაკი, მაგრამ თუ ხედავთ დანაღვლიანებულ ადამიანს მაშინ მისი სულიერი მდგომარეობის ასამაღლებლად ეს აუცილებელიც კია. ამაზე არ ღირს არც დროის და არც ძალის დანანება.

   რაბი ისრაელ სალანტერის მოსწავლემ ერთხელ ის დაინახა ქუჩის კუხეში მდგომი, როდესაც ეხუმრებოდა უცნობ ადამიანს. ვინაიდან ეს მოსწავლე თავის რაბს ყოველთვის სერიოზულს ხედავდა, შეეკითხა, ამ შემთხვევაში რატომ იქცეოდა სრულიად განსხვავებულად. რაბი სალანტერმა აუხსნა: რომ ამ ადამიანს დიდი პრობლემები აქვს და გული აქვს ძაან დამძიმებული, ხოლო რაბი ცდილობდა როგორმე მისი დეპრესიიდან გამოყვანას.

თბილისის გოგონების სემინარის სტუდენტი - ესთერ ანტოშვილი

თბილისის სალოცავის „ბეით რახელ“ ხახამი - აჰარონ მდინარაძე