בס"ד
ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ
ვაიგაშ
მაშინაც კი როცა ძალიან განიცდით , თავი შეიკავეთ რათა არავინ შეაწუხოთ.
„და ვეღარ შეძლო იოსეფმა თავის შეკავება, ყველა მის წინაშე მდგომთან და წამოიძახა ყველა გავიდეს ჩემგან, და არავინ იდგა მასთან, როცა იოსეფი გამოემცნაურა ძმებს“ (ბერეშითი 45:1)
გასაოცარია იოსეფის თვითკონტროლი, მას გრძნობები ავსებდნენ, და ძმებისგან აღარ შეეძლო დაემალა თავისი ვინაობა, და მაინც ემოციებს საშუალება არ მისცა დაებინდათ გონება. არაფერი არ უთხრა სანამ დარბაზიდან არ გავიდა ყველა ეგვიპტელი, რათა ძმებს უცხო ადამიანების არ შერცხვენოდათ (რაბი იეჰუდა ლეიბ ხასმან).
როცა გაამჟღავნა იოსეფმა თავის თავი დაამატა
„ახლა კი არ იდარდოთ და არ ინერვიულოთ მე რომ აქ გამყიდეთ, რადგან ჰაშემმა სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამომგზავნა თქვენს წინ“ (ბერეშითი 45:5)
რაბი იერუხამ ლევოვიცი კომენტარს აკეთებს : ასეთ სიტუაციაში ძმებს უნდა დაემშვიდებინათ იოსეფი და პატიება ეთხოვნათ მისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იოსეფი სთხოვს მათ არ იჯავრონ და არ ინერვიულონ.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ის ვისაც მიაყენეს უსიამოვნება, თვლის, რომ მას შეუძლია უპასუხოს დამნაშავეს „დამსახურებისამებრ“ შური იძიოს, მაშინაც კი თუ ეს შემთხვევით ჩაიდინა, და თვლიდეს, რომ ამას სამართლიანად აკეთებს და აქვს ასე მოქცევის უფლება. იოსეფმა დაასწრო თავის ძმებს და თვითონ დაიწყო მათი დამშვიდება (დაათ თორა)
ერთხელ შეწუხებულმა ღარიბმა რაბი ზუნდელ სალანტერი ვიღაცაში აურია და ჩხუბი და წყევლა დაუწყო, რაბი ზუნდელი დუმდა. გამვლელები ვინც რაბის იცნობდნენ შეწუხდნენ და ღარიბის დაჭერა სურდათ, მაგრამ რაბი ზუნდელმა უთხრა თავი დაენებებინათ მისთვის რათა დაეცალა თავისი რისხვა. საღამოს რაბი მივიდა ამ ღარიბთან სახლში და პატიება სთხოვა მას (ჰა ცადიკ რავ ზუნდელ).
„ასე, რომ თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ჰაშემმა, მან მაქცია ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბრძანებლად , და მმართველად მთელი ეგვიპტისა“(ბერეშითი 45:8)
რა თქმაუნდა ადამიანს მიცემული აქვს არჩევანის უფება, ამიტომაც ერთს შეუძლია აირჩიოს და გაუკეთოს მეორეს ცუდი, ხოლო მეორეს უფლება აქვს შეეწინააღმდეგოს რათა მას არ მიადგეს ზიანი, მაგრამ როცა საქმე გაკეთებულია ადამიანი მზად უნდა იყოს პატიებისთვის. რაც იოსეფმა თავის ძმებს უთხრა, მარტო დანაშაულის გრძნობისაგან განთავისუფლების მცდელობა კი არ იყო, არამედ მართლაც ასე ფიქრობდა. ის გამოხატავდა თავის გულითად გრძნობებს და მან მათ აპატია. ნუთუ ადამიანს შეუძლია გაბრაზდეს ქვაზე, რომელიც მას ესროლეს. ასე ხედავს ცხოვრებას თორა (რაბი იერუხაი ლევოვიც)
„გაგზავნა (იოსეფმა) თავისი ძმები (თავისთან სახლში, ქანაანში) და ისინი წავიდნენ; და უთხრა მათ: არ იკამათოთ გზაში“(ბერეშითი 45:24)
რაში ხსნის: რომ იოსეფი ხედავდა, რომ ძმებს ძალიან სცხვენოდათ, და ამიტომ შეეძლოთ ძლიერ ეკამათათ გზაში, ერთი მეორეს ეტყვის: „ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე, შენს გამო გაყიდულ იქნა იოსეფი ეგვიპტეში, შენ ლაპარაკობდი მასზე ლაშონ ჰარას და ამიტომ ჩვენ ის შევიძულეთ“ ამიტომ ყველა ძალას ხმარობს წინ აღუდგეს მათ ჩხუბს არა მხოლოდ თავის თანდასწრებით არამედ ამის შემდეგაც.
თბილისის გოგონების სემინარის სტუდენტი - ესთერ ანტოშვილი