בס"ד

ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ
ვაიშლახ


თორის ეს  თავი გვაცნობებს, როგორ გადაარჩინა აშემმა თავისი მონა იაყაკოვი ყესავისგან, რომელიც მასზე  ძლიერი იყო, და იმას, რომ იაყაკოვ ავინუ არ ეყრდნობა მხოლოდ თავის სიწმინდეს, არამედ  ხმარობს ყველა ძალას თავის გადარჩენისთვის(რამბანი).
  იაყაკობ ავინუს კარგად ახსოვს ყესავის დაპირება: „დადგება გლოვის დღეები მამის დაპატიოსნების შემდეგ და მოვკლავ იაყაკოვს, ჩემს  ძმას“ (ბერეშით 27:41), ამიტომ იგი ემზადება 3 საქმისთვის: ლოცულობს, უგზავნის ყესავს საჩუქრებს  და ემზადება ბრძოლისთვის.
იძახიან ჩვენი ხახმები, რომ ასე უნდა მოვიქცეთ ისრაელები ყველა თაობაში.
 „მიდრაშ რაბა“ გვიყვება, რომ როდესაც რაბი იეჰუდა ანასი, ჩვენი ხელმძღვანელი მიშნის პერიოდში, უნდა შეხვედროდა რომალებს - მაშინდელი ერეც ისრაელის დამპყრობლებს, ის ყოველთვის კითხულობდა და სწავლობდა თორის ამ თავს-ვაიშლახ .
   როგორც უკვე ვთქვით ეს აქტუალურია ყველა და მათ შორის ჩვენი თაობისთვისაც, ყველა საქმის წინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაშიც ძლიერები ვართ, ვილოცოთ აშემთან, და რა თქმა უნდა მოვამზადოთ საჩუქრები, ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტებს და მშვიდობის გულისთვის შეიძლება ბევრი რამეც დავთმოთ, მაგრამ თუ მეორე მხარე არის აგრესიული   და მასთან   შეუძლებელია კომპრომისის მიღწევა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ძალის პოზიციის გამოხავისთვის.
 რა არის ლოცვა-?:
  ყამიდა - არის ჩვენი მთავარი ლოცვა, თალმუდი მას უწოდებს-„თეფილა“ ანუ ლოცვა, ხოლო სიტყვა  ყამიდა პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს - დგომას, რადგან ჩვენ ვიძახით მას მდგომიარე და გაუნძრევლად (გარდა მოხრებისა), მესამე სახელი „შემონა ესრე“ ნიშნავს თვრამეტს, ამდენი ბერახა იყო პირველად შედგენილ ლოცვაში, რომელიც დააწესეს მეორე ტაძრის დროს სანჰედრინის წევრებმა. ძირითადად ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ხალხს აღარ შეეძლო თავისი თხოვნების გამოხატვა აშემის წინაშე. დადგინდა პირველი სამი ბერახა, რომელშიც არის გამოხატული აშემის დიდება, 12 შუალედური სადაც არის ჩვენი თხოვნები და სამი დამამთავრებელი, სადაც არის აშემის მადლიერება. შუალედურ ბერახებში დაშვებული იყო პირადი თხოვნების ჩამატება. ციფრ „18“-ს აქვს სიმბოლური დატვირთვაც, გემატრიით (ასოების ციფრობრივი მნიშვნელობა)  ებრაული სიტყვა „ხაი“-სიცოცხლე, ასევე შედაგენს 18-ს. მიუხედავად იმისა, რომ ყამიდაში   იქნა დამატებული კიდევ ერთი ბერახა, სახელი „შემონა ესრე“ მაინც შენარჩუნდა.
  ყამიდას ვკითხულობთ ჩურჩულით, ამას ვსწავლობთ ჩვენ  წინასწარმეტყველ შმუელის დედის - ხანას საქციელისგან, როგორც წერია:“ და როდესაც ლოცულობდა ხანა აშემის წინაშე, ლაპარაკობდა ის გულით, მარტო მისი ბაგეები მოძრაობდა, და ხმა მისი არ ისმოდა“ (შმუელი I 1:13)
  წერია „შულხან არუხში“ (98:3), რომ მლოცველი უნდა გრძნობდეს თავს, როგორც მათხოვარი სხვისი სახლის კარის წინ, რომელსაც არ გააჩნია არც საჭმელი, არც საკვები, და არც არსად წასასვლელი, ის აკაკუნებს კარებზე და ელოდება, რომ ვინმე მისცემს ერთ ნაჭერ პურს, ასეთი შეგრძნება უნდა ჰქონდეს ადამიანს ყველა ლოცვის წინ. 
  აგრეთვე გვასწავლიან ჩვენი ხახმები, რომ ლოცვა ცრემლებით პირდაპირ მიდის აშემთან და ის აუცილებლად იქნება მიღებული.
   წერს გაონი ვილნოდან, რომ ლოცვა ეს არის ბრძოლა ავ ძალებთან, ისინი ცდილობენ ყველანაირად შეგვიშალონ ხელი, აგვირიონ ფიქრები, გაგვახსენონ ძველი ისტორიები, რომ არ ვიფიქროთ ლოცვის სიტყვებზე. მათ დასამარცხებლად აუცილებელია ლოცვისთვის მომზადება და მაქსიმალური კონცენტრაცია.(უფრო დაწვრილებით ნახეთ წიგნი „სამი ლოცვა“, გამოცემულია  თბილისში 5771 წელს)

   როდესაც ჩვენი ლოცვები არ არის საკმარისი უნდა მივმართოთ ცადიკებს, რომ მათ ილოცონ  და ჩვენ თვითონაც არასოდეს არ უნდა შევწყვიტოთ ლოცვები.
   ერთხელ რაბი იაყაკოვ ალიშარი გაგზავნილი იყო ხევრონის ჯამაათის მიერ ირანში თანხების შესაგროვებლად, ადგილზე ჩასულს მას იქაური ჯამაათი დახვდა ძალიან შეშფოთებული, მას მოუყვნენ რომ შახმა გადაწყვიტა ისრაელების ამოხოცვა,  უკვე ბევრი ცნობილი  ისრაელი ციხეშია დაპატიმრებული და დღეც არის დანიშნული მთელი ჯამაათის განადგურების , უპასუხა მათ რაბიმ: როგორც გადაარჩინა აშემმა იაყაკოვი ყესავის ხელიდან, ასევე გაგაგარჩენთ თქვენ შახისგან   და დაიწყო ლოცვა აშემთან, რომ გაუქმებულიყო სასტიკი განაჩენი.
 დადგა ეს დღეც, ისრაელები თრთოლვით ელოდნენ შახის ყმების გამოჩენას, მაგრამ ამ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, დღის ბოლოსთვის კი მათ გაიგეს, რომ შახი გარდაიცვალა და ყველამ დაივიწყა მისი საშინელი დადგენილება, გაიხარეს ისრაელებმა და ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ განაჩენი გაუქმებული იყო აშემის მიერ, რაბი იაყაკობ ალიშარის და მათი ლოცვების და რწმენის გამო.
 „ამიტომ არ ჭამენ ისრაელის შვილები საჯდომის ძარღვს დღემდე, ვინაიდან შეეხო ის (ვინც  ებრძოდა იაკობს) იაკობის ბარძაყის სახსარს, საჯდომის ძარღვთან (ბერეშითი 32:33)
  ასე ხსნის „დაათ ზკენიმ“  ამ აკრძლვას. ყესავთან შეხვედრის წინა ღამეს იაყაკობი დარჩა მარტო და გახდა თავდასხმის მსხვერპლი, რომლის დროსაც დაიჭრა ბარძაყში. იაყაკობის შვილები მოიქცნენ წინდაუხედავად, როდესაც მამა მარტო დატოვეს. ამიტომ ყოვლისშემძლემ დაუწესა ეს აკრძალვა იაკობის შთამომავლებს, რათა მათ ახსოვდეთ , რომ ყოველთვის უნდა გააცილონ ადამიანი.
  დავიდს  ეჭვის გამო, რომ მას სურდა სამეფო ტახტი უთვალთვალებდა თავის სიმამრი -  მეფე შაული. ის იძულებული გახდა გაქცეულიყო , მაგრამ მანამდე ის შეხვდა თავის უახლოეს მეგობარს, მეფის შვილს, იონათანს. ეს ძალზე წმინდა ადამიანი იყო, სინამდვილეში თვითონ -  ტახტის ემკვიდრე, მაგრამ ეხმარება დავიდს. მათი დამოკიდებულება გახდა ნამდვილი მეგობრობის გაკვეთილი.  მათ ერთმანეთს შეფიცეს სამუდამო ერთგულება, როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები. ისინი დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მაგრამ ამასთან იონათანმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა - არ გაატანა დავიდს საგზალი. ხაფეც ხაიმი (აჰავათ ხესედ 3:1) გვიჩვენებს, რომ აქ შეიძლება ადავინახოთ საშინელი შედეგი , მგზავრისათვის ყურადღების მოკლებისა.
  მოგზაურობამ დავიდი ქოენების ქალაქ ნოვში მიიყვანა  და შიმშილმა აიძულა ეთხოვა მისი დაპურება. პურით რომლის ჭამის უფლებაც მხოლოდ წმინდანებს(ქოჰენებს) ქონდათ. ჩვეულებრივ ამ კანონის დამრღვევს სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ მას ძალების აღდგენა სჭირდებოდა და ქოჰენებმა იგი დააპურეს. ეს დაინახა დოეგმა -მეფე შაულის  მრჩეველმა. ამბავი მეფეს ქოჰენების შეთქმულების სახით მიუტანა და მეფისაგან ბრძანება მიიღო დაეხოცა ყველა ქოჰენი. საბოლოო   ჯამში შაული დარჩა მოკავშირეების გარეშე,  ხოლო ის და მისი შვილი მოკლულ იქნენ ფილისტიმელების მიერ.
  თალმუდი გვიხსნის: რომ ამ ფინალამდე მიიყვანა მრავალმა გარემოებამ, მაგრამ პირველი შეცდომა რომელმაც შემდეგ დარღევებამდე მიიიყვანა იყო იონათანის არასაკმარისი სტუმართმასპინძლობა.
  „ამ მაგალითით უნდა ვისწავლოთ,  ამბობს ხაფეც ხაიმი. არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა შეასრულო სტუმართ მოყვარეობის მიცვა და არ დავივიწყოთ ჯილდოზე რომელიც მას მოყვება - ადამიანის და მისი შვილების გადარჩენა“ . ეს ჩვეულებრივი შედეგია პრინციპის, რომლის თანახმადაც ჯილდო ყოველთვს  აჭარბებს სასჯელს. თუ შედეგი ამ მიცვის წინდაუხედაობისა  არის - შაულისა და მისი შთმომავლობის სიკვდილი, მაშინ მისი შესრულება  - პირობაა მომავალი თაობის ბედნიერი ცხოვრებისა.
  „და მოვიდა იაყაკობი მშვიდობით ქალაქ შხემში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია, როდესაც  მოდიოდა ფადან-არამიდან, და დაბანაკდა“ (ბერეშთი33:18)
 თალმუდ „შაბათი“ ამბობს, რომ იაყაკობი გაჩერდა და გააკეთა რაღაც ქალაქის კეთილდღეობისათვის. რაბი გვატყობონებს, რომ მან მონეტების დამზადება დაიწყო. შმუელი ამბობს, რომ მან იქ გახსნა სავაჭრო ადგილები . რაბი იოხანანმა დაამატა , რომ მან იქ გახსნა აბანოები ხალხისთვის.
მიდრაში -ბერეშით რაბა  განმარტავს: თუ ვიღებთ სარგებელს რომელიმე ადგილიდან, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერნი და სიკეთე უნდა გავაკეთოთ მისთვის.
 რაბი შმუელევიჩი ამბობს: რომ ეს ეხება აგრეთვე იეშივებსაც, სადაც ადამიანი სასწავლებლად დადის, თუ მოსწავლეს არ შეუძლია მატერიალურად დაეხმაროს მაშინ მას შეუძლია სულიერად გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა, გახდეს მაგალითი სხვებისათვის.

თბილისის გოგონების სემინარის სტუდენტი - ესთერ ანტოშვილი
თბილისის სალოცავის „ბეით რახელ“ ხახამი - აჰარონ მდინარაძე